პოდალირიუსი
იერსახე
| პოდალირიუსი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Iphiclides podalirius | |||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 174405 | |||||||||||||
| |||||||||||||
პოდალირიუსი, აფროსანა, მერცხალკუდა (ლათ. Iphiclides podalirius) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მისი ფრთების შლილი 68-72 მმ აღწევს. საერთო ფონი მკრთალი ყვითელია. წინა ფრთებზე სოლისებრი, დამრეცი შავი ზოლები აქვს, უკანა ფრთებზე — შავი და მუქი მოწითალო-ყავისფერი არშია. გარეთა კუთხე მთავრდება გრძელი „კუდით“ (12-15 მმ), რისთვისაც მას საქართველოში „მერცხალკუდა“ უწოდეს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აგრეთვე ყირიმსა და კავკასიაში. ტყე-ველის ბინადარია. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროდან 1900-2000 მ-მდე. მატლი აზიანებს ხეხილს.
- ♂
- ♂ △
- ♀
- ♀ △
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 117.
