აფროსნისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფროსნისებრნი
Cairns birdwing - melbourne zoo.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ქერცლფრთიანები
ოჯახი: პეპლები
ლათინური სახელი
Papilionidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



აფროსნისებრნი (ლათ. Papilionidae) — დღის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 700 სახეობას. ფრთების შლილი 30 სმ აღწევს. მოხატულობა მრავალგვარია, მკვეთრი, ფოლადისფერი ელფერით. უკანა ფრთები ხშირად გრძელი კუდის მსგავსი გამონაზარდით ბოლოვდება. აფროსნისებრნი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში — 6 სახეობაა. ფართოდაა გავრცელებული მაქაონი, პოდალირიუსი, აპოლონი და შავი აპოლონი. საყურადღებოა კავკასიური ენდემი „ნორდმანი“ — Parnassius nordmanni, რომელიც ზღვის დონიდან 3600-3900 მ-ზე ადის და კავკასიური თაისი — Thaiscarisyi caucasica, რომლის მატლი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული ძირმწარათი იკვებება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]