პირიმზის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირიმზის ხატიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, თითქმის მთლიანად დანგრეულია, ნაწილობრივ შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები. ნანგრევებში აღმოჩნდა მცენარეული და გეომეტრიული სახეებით შემკული კრამიტის ნატეხები. შენობას გარს ერტყა ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეული გალავანი. ეზოში შეიმჩნევა სამარხების ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]