პირადი პლანშეტური კომპიუტერი
პლანშეტური კომპიუტერი, ხშირად მოიხსენიება როგორც პლანშეტი — მობილური მოწყობილობა, რომელიც ბრტყელ კორპუსში აერთიანებს მობილურ ოპერაციულ სისტემას, სენსორულ ეკრანს, დამუშავების ელექტრონულ სქემებსა და მრავალჯერადი დატენვის ბატარეას. პლანშეტებს, კომპიუტერებისა, სხვა მოწყობილობების მსგავსად, ერთნაირი შესაძლებლობები გააჩნიათ, თუმცა აკლიათ ზოგიერთი შეტანა-გამოტანის (I/O) ფუნქცია.
თანამედროვე პლანშეტები სმარტფონების ბაზაზეა შექმნილი, თუმცა პლანშეტები სმარტფონებთან შედარებით დიდია — მათი ეკრანის ზომა დიაგონალზე 7 ინჩს (18 სმ) ან მეტს შეადგენს[1][2][3][4] და შესაძლოა არ გააჩნდეთ ფიჭური კავშირის მხარდაჭერა. ლეპტოპებისგან განსხვავებით (რომლებიც ტრადიციულად დესკტოპისთვის შექმნილ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ), პლანშეტები, სმარტფონების მსგავსად, ჩვეულებრივ, მობილურ ოპერაციულ სისტემებს იყენებენ.
2010 წელს Apple-მა გამოუშვა მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პირველი პლანშეტი iPad.[5] შედეგად პლანშეტების გავრცელების არეალი სწრაფად გაიზარდა, და დღესდღეობით, მასობრივად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში.[6] მწარმოებელთა შორის ბაზრის ყველაზე დიდ წილს Apple ფლობს, რომელსაც Samsung-ი და Lenovo მოჰყვებიან.[7]
- Samsung Galaxy Tab S5e-ის უკანა კორპუსი
- Samsung Galaxy Tab S9
- Microsoft Surface Pro 11 — 2-ერთში ტიპის პლანშეტი მოხსნადი კლავიატურით.
- HP-ის პლანშეტი Windows XP-ის ოპერაციული სისტემით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პირადი პლანშეტური კომპიუტერი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Definition of: tablet computer. ციტირების თარიღი: January 12, 2023
- ↑ tablet computer. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010
- ↑ Erica Ogg. (May 28, 2010) What makes a tablet a tablet? (FAQ).
- ↑ Ulefone U7 7" LTPS MTK6592 Octa-Core review (June 28, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 9, 2014. ციტატა: „Every device with diagonal equal 7" or longer is practically tablet PC“
- ↑ „iPad Available in US on April 3“ (პრეს-რელიზი). Apple. March 5, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 10, 2011. ციტირების თარიღი: March 5, 2010.
- ↑ Chester, Brandon. (March 12, 2015) The Dell Venue 8 7000 Series Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2015. ციტირების თარიღი: March 23, 2015
- ↑ Tablet sales start to slump despite strong growth in 2021 en (February 2, 2022). ციტირების თარიღი: 2023-01-06