პიელინენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიელინენი
Pielinen
Pielinen map.png
კოორდინატები: 63°15′ ჩ. გ. 29°40′ ა. გ. / 63.250° ჩ. გ. 29.667° ა. გ. / 63.250; 29.667
მდებარეობა ფინეთის დროშა ფინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 93.7 
სიგრძე 120 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 894.21 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 610 კმ
საშუალო სიღრმე 9,9 
მაქსიმალური სიღრმე 60 
პიელინენი — ფინეთი
პიელინენი
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში
ტბის მდებარეობა

პიელინენი (ფინ. Pielinen) — სისიდით მეოთხე ტბა ფინეთში. მისი ფართობი 894.21 კმ²-ია, ხოლო აუზის ფართობი, რომელიც აღმოსავლეთ ფინეთსა და რუსეთს შორის იყოფა 12 823 კმ². ტბის წარმოშობა გამყინვარების შემდგომ მიწის მაღლა აწევას უკავშირდება. ისევე როგორც ფინეთის ტბების უმრავლესობის, პიელინენის წყალიც მუქი ფერისაა, რაც ჭაობების არსებობითაა განპირობებული.[1][2]

პიელინენის ტბა კარელიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს რეგიონი კარელიური ხალხებითაა დასახლებული და ისტორიული მნიშვნელობისაა არა მარტო ფინეთისთვის, არამედ შვედეთისა და რუსეთისთვისაც. ამჟამად რეგიონი რუსეთსა და ფინეთს შორის იყოფა. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კოლის ეროვნული პარკი, რომელიც ცნობილია საოცარი სილამაზით ზაფხულში და სათხილამურო სპორტით ზამთარში.[3] ტბაში სულ 1200 კუნძულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lake Pielinen. International Lake Environment Committee. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
  2. Lake Pielinen. Enclyclopedia Brittanica. ციტირების თარიღი: November 24, 2010.
  3. Introducing Lake Pielinen Region. Lonelyplanet. ციტირების თარიღი: November 24, 2010.
პიელინენის ტბის ხედი კოლის ეროვნული პარკიდან