პიბუნსონგრამი
პიბუნსონგრამი | |
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 აპრილი, 1948 – 17 სექტემბერი, 1957 | |
მონარქი | რამა IX |
წინამორბედი | კხუანგ აპხაივონგი |
მემკვიდრე | პოტ სარასინი |
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 დეკემბერი, 1938 – 26 ივლისი, 1944 | |
წინამორბედი | პჰაჰონ პჰაიუჰასენა |
მემკვიდრე | კხუანგ აპხაივონგი |
ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 დეკემბერი, 1941 – 1942 | |
წინამორბედი | დირეკ ჯაიანამა |
მემკვიდრე | ვიჩიტ ვიჩიტვატაკანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1939 – 22 აგვისტო, 1941 | |
წინამორბედი | ჩაო პიია სრიდარმედხაიბსი |
მემკვიდრე | დირეკ ჯაიანამა |
დაბადებული | 14 ივლისი, 1897 ნონთჰაბური, სიამი |
გარდაცვლილი | 11 ივლისი, 1964 ტოკიო, იაპონია |
პოლიტიკური პარტია | ხანა რატსადონი, სერი მანანგასილა |
შვილები | ნიტია პიბუნსონგრამი |
ხელმოწერა |
პლეკ პიბუნსონგრამი (ტაი. จอมพล แปลก พิบูลสงคราม, დ. 14 ივლისი, 1897, ნონთჰაბური, სიამი — გ. 11 ივლისი, 1964, ტოკიო, იაპონია) — ტაილანდის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1938-1944 წწ. და 1948-1957 წწ. ფელდმარშალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1897 წელს ნონთჰაბურში, ბანგკოკის ჩრდილოეთ გარეუბანში, ჩინელი ემიგრანტის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ბუდისტურ კოლეჯში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ჩულაჩომკლაოს სამეფო სამხედრო აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1914 წელს და მიიღო არტილერიის მეორე ლეიტენანტის წოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებდა სტაჟირებაზე საფრანგეთში. 1924-1927 წლებში გააგრძელა სწავლა საფრანგეთში. დაასრულა სამხედრო აკადემია პუატიეში და ფონტებლოში. საფრანგეთში სწავლის დროს გაეცნო ტაილანდელ ახალგაზრდებს, რომლებმაც მომავალში ჩამოაყალიბეს პარტია ხანა რატსადონი, 1932 წლის სიამის რევოლუციის ორგანიზატორი. მის მეგობრებს შორის იყო პრიდი პანომიონგი, რომელიც ხელმძღვანელობდა ტაილანდელ სტუდენტებს საფრანგეთში.
ტაილანდში დაბრუნებამდე პლეკმა მიიღო კაპიტნის წოდება. სიამში. 1928 წელს მეფე პრაჩადიპოკმა მას უბოძა ტიტული „პრაია“ (ევროპის ტიტულების სისტემაში შეესაბამება მარკიზს) და საპატიო სახელი პიბუნსონგრამი.
1932 წლის რევოლუციის შემდეგ დაიკავა ტაილანდის შეიარაღებული ძალების სამეფო არტილერიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა. 1933 წელს აქტიურად მონაწილეობდა პჰაჰონ პჰაიუჰასენას მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებაში, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური გავლენა გაიზარდა. 1933 წელს თავის თავზე აიღო პრინცი ბოვორადეტის აჯანყების ჩახშობა, რის შემდეგაც მისი წოდება გაიზარდა პოლკოვნიკამდე. 1934 წელს კი გახდა თავდაცვის მინისტრი პჰაჰონ პჰაიუჰასენას კაბინეტში.
1938 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ 16 დეკემბერს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად ნაციონალიზმის იდეები ტაილანდში შეიცვალა პანტაისტური იდეებით. პიბუნსონგრამის რეჟიმის მთავარი იდეოლოგი იყო კულტურის (1942 წლიდან საგარე საქმეთა) მინისტრი ვიჩიტ ვიჩიტვატაკანი, მწერალი და მუსოლინის თაყვანისმცემელი.
პიბუნსონგრამის ინიციატივით 1939 წელს სიამს ეწოდა ტაილანდი. 1941 წლიდან კი ქვეყანაში აამოქმედა ევროპული გრიგორიანული კალენდარი, წელიწადი იწყებოდა 1 იანვრიდან და არა 13 აპრილიდან.
ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთის კოლონიური ხელისუფლება იზოლირებული აღმოჩნდა მეტროპოლიისაგან. პიბუნსონგრამმა ისარგებლა კოლონიური ხელისუფლების შესუსტებით და 1940 წელს დაიწყო ტერიტორიული პრეტენიზის დაკმაყოფილება და სომარო მოქმედება ფრანგული არმიის ნაწილების წინააღმდეგ ინდოჩინეთში. საომარი მოქმედებები გაგრძელდა 1941 წლამდე. სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო 1941 წლის 9 მაისს. იაპონიის ზეწოლის შედეგად ვიშის რეჟიმმა ტაილანდს დაუთმო ლაოსი და კამბოჯის ორი პროვინცია[1].
1944-1948 წლებში პოლიტიკას დროებით ჩამოშორდა. 1948 წლის 8 აპრილიდან კვლავ პრემიერ-მინისტრია. მისი მეორე პრემიერობა ხასიათდება პროამერიკული საგარეო პოლიტიკური კურსით და ავტორიტარული შიდა პოლიტიკით. 1954 წელს ტაილანდი იყო ანტიკომუნისტური სამხედრო ბლოკის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციის - სეატოს დამფუძნებელი.
1957 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მისმა პარტიამ სერი მანანგასილამ მიაღწია, მაგრამ 16 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პიბუნსონგრამი გადააყენეს.
ხელისუფლებიდან ჩამოშორებბის შემდეგ გადასახლდა იაპონიაში, სადაც გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა 1964 წლის 11 ივნისს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chris Baker, Pasuk Phongpaichit. A History of Thailand.. — Auflage: Cambridge University Press, 2009. — ISBN 978-0-521-76768-2.
- Volker Grabowsky. Kleine Geschichte Thailands.. — München: C.H. Beck, 2010.
- Thak Chaloemtiarana. Thailand. The Politics of Despotic Paternalism.. — Ithaca NY: Cornell Southeast Asia Program, 2007. — ISBN 978-0-87727-742-2.
- Daniel Fineman. A Special Relationship. The United States and Military Government in Thailand, 1947—1958.. — Honolulu: University of Hawai‘i Press, 1997. — ISBN 0-8248-1818-0.
- Thawatt Mokarapong. History of Thai Revolution. A study in political behaviour.. — Bangkok: Chalermnit, 1972. — ISBN 9740753965.
- Thamsook Numnonda. Thailand and the Japanese Presence 1941—1945.. — Singapur: Institute of Southeast Asian Studies, 1977.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Young, Edward M. (1995) Aerial Nationalism: A History of Aviation in Thailand. Smithsonian Institution Press.