პეტროვის მყინვარი
იერსახე
პეტროვის მყინვარი
| |
|---|---|
პეტროვის მყინვარის პანორამა პეტროვის ტბიდან | |
| კოორდინატები: 41°54′00″ ჩ. გ. 78°18′00″ ა. გ. / 41.90000° ჩ. გ. 78.30000° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ქედი | ტიან-შანი |
| ფართობი | 73,9 კმ² |
| სიგრძე | 14,3 კმ |
პეტროვის მყინვარი (ყირგ. Петров мөңгүсү) — მყინვარი ყირგიზეთში. მდებარეობს ტიან-შანის მთათა სისტემის ცენტრალურ ნაწილში მდებარე აქშიირაქის მთიანეთში. დასაბამს აძლევს მდინარე ნარინის მთავარ სათავეს — მდინარე კუმთორს. მყინვარის ფართობია 73,9 კმ², სიგრძე 14,3 კმ, სიგანე ქვედა ნაწილისა — 1,8 კმ-მდე. მყინვარის სახელწოდება — პეტროვი მომდინარეობს ერთ-ერთი ტოპოგრაფის გვარისაგან, რომელიც ალექსანდრე კაულბარსის 1869 წლის ექსპედიციის მონაწილე იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პეტროვის მყინვარი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)