პეტრე IV რარეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტრე IV რარეში
რუმ. Petru Rareş
Rares.jpg
მოლდოვის სამთავროს მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1527
მმართ. დასასრული: 1538
წინამორბედი: შტეფან IV
მემკვიდრე: შტეფან IV ლაკუსტა
მოლდოვის სამთავროს მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1541
მმართ. დასასრული: 1546
წინამორბედი: ალექსანდრე კორნია
მემკვიდრე: ილია II რარეში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1487
გარდ. თარიღი: 3 სექტემბერი, 1546
შვილები: ილია II რარეში, შტეფან VI რარეში, იანკუ სასული
დინასტია: მუშატები
მამა: შტეფან III დიდი
დედა: ელენა

პეტრე IV რარეში (რუმ. Petru Rareş) — მოლდოვის სამთავროს მთავარი 1527-1538 და 1541-1547 წლებში. შტეფან III დიდის შვილი.

1526 წელს უნგრელებმა ოსმალეთის იმპერიასთან წააგეს მოჰაჩის ბრძოლა, რამაც გამოიწვია ოსმალთა აღზევება. ასეთ პირობებში 1527 წელს ხელისუფლებაში მოვიდა პეტრე IV რარეში, რომელიც იძულებული გახდა გაეზარდა ხარკი ოსმალებისათვის. პეტრე IV ატარებდა აქტიურ საშინაო პოლიტიკას, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. 1530 წელს შეეცადა დაებრუნებინა პოკუტია. დაიკავა კიდეც სადავო ტერიტორია, თუმცა 1531 წლის 22 აგვისტოს პოლონეთის არმიამ დაამარცხა ობერტინის ბრძოლაში და მოლდოვის ძალებმა უკან დაიხიეს. 1532 წელს პოლონეთთან დადო ზავი.

1538 წელს მოლდოვაში შეიჭრა ოსმალეთის სულთანი სულეიმან დიდებული, აღმოსავლეთიდან ყირიმელი თათრები, ხოლოჩრდილოეთიდან პოლონელები. თავდაპირველად რარეშის ძალებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ოსმალებს და დაამარცხეს კიდეც ხოტინთან, მაგრამ ოსმალების მიერ დედაქალაქ სუჩავის აღებისა და თავადების გამყიდველობის შემდეგ პეტრე რარეში გაიქცა ქვეყნიდან. აქედან მოყოლებული მოლდოვა საბოლოოდ მოექცა ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფეროში. 1541 წელს პეტრე IV-მ ოსმალეთის სულთნისაგან კვლავ მიიღო მთავრის ტახტი, თუმცა ამის საფასურად ხარკი გაუზარდა, სუჩავაში დატოვეს ოსმალური გარნიზონი, ხოლო შვილი ილია მძევლად გააგზავნა სტამბოლში. 1542 წელს დადო ანტიოსმალური ხელშეკრულება ჰაბსბურგებთან, ასევე დაუკავშირდა რუსეთს.

გარდაიცვალა 1546 წლის 3 სექტემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]