პეტრე III-ის სასახლე
პეტრე III-ის სასახლე Дворец Петра III | |
---|---|
კოორდინატები | 59°54′38″N 29°45′28″E / 59.9105° ჩ. გ. 29.7579° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მოქანდაკე | ანტონიო რინალდი |
სტილი | როკოკო |
თარიღდება | 1758-1762 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
პეტრე III-ის სასახლე (რუს. Дворец Петра III) — XVIII საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, სასახლე ორანიენბაუმის სასახლეებისა და პარკების ანსამბლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია 1758-1762 წლებში არქიტექტორ ანტონიო რინალდის პროექტის მიხედვით ტახტის მემკვიდრის პეტრე თედორეს ძისათვის და წარმოადგენდა პეტერშტადტის მთავარ შენობას. სასახლე შემონახულია ჩვენს დრომდე და მასში განთავსებულია მუზეუმი „პეტრე III-ის სასახლე“. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1743 წელს ორანიენბაუმი საჩუქრად გადასცეს ტახტის მემკვიდრეს პეტრე თედორეს ძეს. აქ მისთვის 1759-1762 წლებში სამხრეთის ჭაობის ნაპირზე ააშენეს ციხესიმაგრე პეტერშტადტი. ციხესიმაგრის პარალელურად ააშენეს სასახლე პეტრე III-ისათვის. სასახლე იყო ერთადერთი ორსართულიანი შენობა ციხესიმაგრეში და კარიბჭესთან ერთად ქმნიდა ერთიან ანსამბლს. მისი პატარა ზომები, პირველ რიგში, აიხსნება იმით, რომ სასახლე საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. ეს უფრო პავილიონი იყო, სადაც შეიძლებოდა დასვენება სადილის შემდეგ. სასახლის პირველი სართული ძირითადად სამსახურებივ ხასიათს ატარებდა.
სასახლე იყო ანტონიო რინალდის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი რუსეთში, რომელიც შესრულებული იყო როკოკოს სტილში, რომელმაც განვითარება ვერ ჰპოვა რუსეთში და პრაქტიკულად მალევე ჩაანაცვლა კლასიციზმმა.
პეტრე III-ის გარდაცვალების შემდეგ სასახლე და პეტერშტადტის ციხესიმაგრე მიატოვეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ორანიენბაუმის პარკი გადავიდა სატყეო ტექნიკუმის ხელში, რომელიც აქ დააარსეს 1918 წელს. დიდი სამამულო ომის პერიოდში ორანიენბაუმი იმყოფებოდა ე. წ. ორანიენბაუმის პლაცდარმის ტერიტორიაზე.
სასახლის რესტავრაცია მიმდინარეობდა 1953-1955 წლებში. 1980-იან წლებში კი მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები ვ. ა. კორენცვიტის ხელმძღვანელობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гусаров А. Ю. Ораниенбаум. Три века истории. — СПб., 2011. — ISBN 978-5-93437-329-1.
- Денисова Е. Г. Дворец Петра III. — СПб., 2005.
- Кючарианц Д. А., Раскин А. Г. Ораниенбаум. Дворцы и парки. — СПб., 2006. — ISBN 5-289-02199-X.
- Горбатенко С. Б. Петергофская дорога: историко-архитектурный путеводитель. — СПб., 2001. — ISBN 5-8015-0113-4.
- Мудров Ю. Ораниенбаум. — СПб., 2005. — ISBN 5-900959-93-7.