პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები კონსულის ქუჩა, გიორგი ელიავას

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). პავლე ინგოროყვას ქუჩიდან დანიელ ჭონქაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა კონსულის ქუჩა. ქუჩაზე განთავსებული იყო სპარსეთის საკონსულო და ქუჩის სახელწოდებაც მას უკავშირდება. ასევეა დატანილი 1876 წლის გეგმაზე. 1923 წელს გიორგი ელიავას (ცხრა ძმიდან ერთ-ერთი) სახელი დაერქვა. 1938 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელი ეწოდა, რომელიც 1890 წელს ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]