პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი
Semenoff, Pierre Petrovitch de, par Alexandre Quinet, BNF Gallica.jpg
პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი
დაბ. თარიღი 2 იანვარი/14 იანვარი 1827
დაბ. ადგილი მამული სოფელ ურუსოვოს მახლობლად, ახლანდელი ჩაპლიგინის რაიონი, ლიპეცკისოლქი
გარდ. თარიღი 26 თებერვალი/11 მარტი 1914
გარდ. ადგილი პეტერბურგი
დასაფლავებულია Smolensky Cemetery
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ბოტანიკა
სტატისტიკა
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Pour le Mérite, დამფუძნებლის მედალი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლასის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი
Pyotr Semenov-Tyan-Shansky ვიკისაწყობში

პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი (რუს. Семёнов-Тян-Шанский, Пётр Петрович; დ. ძველი სტილით [2 იანვარი], ახალი სტილით [14 იანვარი], 1827, — გ. ძველი სტილით [26 თებერვალი], ახალი სტილით [11 მარტი], 1914) — რუსი გეოგრაფი, ბოტანიკოსი, სტატისტიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე (1873-1914). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1873). 1848 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, 1849 წლიდან ატარებდა საექსპედიციო მუშაობას აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე. 1853-1855 წლებში სწავლობდა გეოგრაფიასა და და გეოლოგიას გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიასა და საფრანგეთში. 1856-1857 წლებში შეისწავლა ტიან-შანი (ტიან-შანის მეცნიერული შესწავლა 50 წლის შემდეგ აღინიშნა მის გვარზე „ტიან-შანსკის“ მიმატებით). 1859-1860 წლებში მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის მომზადებაში. ვენიამინ სემიონოვ-ტიან-შანსკისა და ანდრია სემიონოვ-ტიან-შანსკის მამა.

1889 წელს აირჩიეს რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარედ. პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის მიერ შეგროვებული მწერების კოლექცია ითვლის 700 ათას ეგზემპლარს. მის სახელს ატარებს მრავალი გეოგრაფიული ობიექტი შუა და ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ალასკასა და შპიცბერგენზე, მცენარეთა და ცხოველთა დაახლოებით 100 ახალი ფორმა. რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააწესა პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, 87 წლის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мемуары, т. 1, 3—4, П., 1915—1917 (т. 2, переизд, под назв. — Путешествие в Тянь-Шань, М., 1946).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памяти П. П. Семенова-Тян-Шанского. Сб., П., 1914;
  • Петр Петрович Семенов-Тян-Шанский. Его жизнь и деятельность. Сб., Л., 1928;
  • Саушкин Ю. Г., П. П. Семенов-Тян-Шанский как экономико-географ, в сборнике: Отечественные экономико-географы, М., 1957.