პეტრე ნაკაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკაშიძე.

პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძე (დ. 1838, გურიანთა, რუსეთის იმპერია — გ. 10 ივლისი, 1895, ბორჯომი, რუსეთის იმპერია) — ქართველი პუბლიცისტი, ილია ნაკაშიძის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა აღმოსავლურ ფაკულტეტზე. ერთხანს მოსკოვში ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და მოსკოვის უნივერსიტეტში მსახურობდა ქართული ენის მასწავლებლად. იყო ვარშავაში, საიდანაც ილია ჭავჭავაძეს მიაწვდინა პოლონეთის 1863 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი „სამგზავრო წერილები“ (დაიბეჭდა „საქართველოს მოამბეში“, N7, 1963 წ.), მასში გამოხატავდა თერგდალეულთა შეხედულებებს. ნაკაშიძეს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ პოემები „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „ქართვლის დედა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 302, თბ., 1984 წელი.
  • გუგუშვილი პ. „ქართული ჟურნალისტიკა“ ტ. 1 თბილისი, 1941
  • კალანდაძე ა. „საქართველოს მოამბე“, თბილისი, 1963
  • ხუციშვილი ს. ტატიშვილი ნ, „საქართველოს მოამბე“ „ბიბლიოგრაფიის მოამბე“ 1948 N4-5