პეტერგოფის პეტრე-პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტერგოფის პეტრე-პავლეს ეკლესია
St. Peter and Paul church Peterhof Thon.jpg
პეტერგოფის პეტრე-პავლეს ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°52′10″ ჩ. გ. 29°55′17″ ა. გ. / 59.86944° ჩ. გ. 29.92139° ა. გ. / 59.86944; 29.92139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პეტერგოფი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კონსტანტინ ტონი, ივან შაპოშნიკოვი, ნიკოლაი ნიკონოვი
ხუროთმოძღვრული სტილი რუსულ-ბიზანტიური
თარიღდება 1836-1839

პეტერგოფის პეტრე-პავლეს ეკლესია (რუს. Петропавловская церковь) — ამჟამად დანგრეული მართლმადიდებლური ტაძარი პეტერგოფში. აგებული იყო 1836-1839 წლებში. მდებარეობდა ახალ პეტერგოფში, მოედანზე, რომელიც ჩამოყალიბდა ნიკოლსკის, მარინსკისა და ალექსანდროვსკის ქუჩების გადაკვეთისას (ამჟამად ავროვის მოედანი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 1836 წლის 11 ივლისს პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს. მშენებლობა მიდიოდა სახელმწიფო ფინანსებით და არქიტექტორ კონსტანტინ ტონის პროექტის შესაბამისად.

ტაძრის კურთხევა გაიმართა 1839 წლის 11 ივლისს, ასევე პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს. კურთხევა შეასრულა იმპერატორის მოძღვარმა, პროტოპრესვიტერმა ნიკოლოზ მუზოვსკიმ, ცერემონიალს ესწრებოდა თავად იმპერატორი ნიკოლოზ I და მისი მეუღლე ალექსანდრე თედორეს ასული.

ტაძარი თავდაპირველად იყო ეპარქიის დაქვემდებარებაში. 1876 წლის იანვარში ეკლესია გადაეცა მისი უდიდებულესობის ლეიბ-გვარდიას. აღნიშნულის შედეგად ტაძრის სამრევლო შტატი გაერთიანდა პოლკთან, ხოლო 1877 წელს გადავიდნენ სამხედროების დაქვემდებარებაში. ტაძრის სამრევლოს საზღვრები მსგავსი ქმედებების გამო არ შეცვლილა.

1890 წელს მოხდა ტაძრის რესტავრაცია და გადააკეთეს არქიტექტორ ივან შაპოშნიკოვის პროექტის მიხედვით და ნიკოლაი ნიკონოვის მონაწილეობით. ეკლესიას მიაშენეს უფლის ამაღლების ეგვტერი, რომლის შემდეგაც 17 ივნისს იგი კვლავ აკურთხა სამხედრო და საზღვაო ფლოტის პროტოპრესვიტერმა ალექსანდრე ჟელობოვსკიმ მისი უდიდებულესობის მონაწილეობით.

საბჭოთა ხელისუფლების დამარების შემდეგ 1922 წელს ეკლესია დახურეს, 1930 წლის 31 ოქტომბერს კი დაანგრიეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Историко-статистические сведения о С.-Петербургской епархии. — СПб., 1885. — Т. 10. — С. 18—21.
  • Петропавловская церковь в Новом Петергофе // Лавры, монастыри и храмы на Святой Руси. Санкт- Петербургская епархия. — СПб., 1908. — Т. V. — С. 29—32.
  • М. И. Путеводитель по Петергофу, СПб, 1909, сс. 234—236
  • Цитович Г., свящ. Храмы армии и флота: Историко-статистическое описание. В двух частях. — Пятигорск: Типо-литография б. А. П. Нагорова, 1913. — С. 83—85.
  • Сурков С. А. Судьбы храмов, духовенства и мирян Петергофа в годы испытаний. — СПб., 2005. — С. 13—18.