პერესკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პერესკია
Pereskia grandifolia2.jpg
Pereskia grandifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pereskia (Mill., 1754)

პერესკია,[1] პეირესკია[1] (ლათ. Pereskia) — მცენარეთა გვარი კაქტუსისებრთა ოჯახისა. ბუჩქები, იშვიათად ხეები (P. sacnarosa) ან ხვიარა (P. aculeata) მცენარეებია ეკლიანი ტოტებითა და ნორმალურად განვითარებული (კაქტუსთა უმრავლესობისაგან განსხვავებით) მორიგეობითი ფოთლები. ყვავილები გამოხატული ყვავილის მილის გარეშე (დამახასიათებელია კაქტუსისებრთა უმრავლესობისათვის) და ყვავილედში შეკრულია, ხშირად ცალკეული. ნასკვი ზედა ან ქვედაა. ნაყოფი — კენკრასებრი, ზოგიერთი სახეობისა საჭმელად ვარგისია. ცნობილია 20-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკებში. იზრდებიან ნოტიო ტროპიკული ტყეების პირებში, სავანებში ან კაატინგაში. სახლებში გამოიყენება როგორც ცოცხალი ღობე, ორანჟერიებში — როგორც საძირე ზოგიერთი კაქტუსისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pereskia — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.