კაატინგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაატინგა წვიმების სეზონის დროს

კაატინგა (პორტ. Caatinga, ტუპი-გუარანის ენებიდან — „თეთრი ტყე“) — ეკოლოგიური რეგიონი ტროპიკული ფოთოლმცვენ-მეჩხერტყიანი მცენარეულობით,[1] ბრაზილიის ერთ-ერთი უნიკალური ბიომი. იკავებს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10%-ს, რომელზეც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გამოიყენება გადასარეკი მესაქონლეობისათვის (მსხვილი რქოსანი პირუტყვი), მემცენარეობისათვის (ვაზი, ნესვი, პაპაია), პერიოდულად ზარალდება ძლიერი გვალვებით. კაატინგის დაკავებული ტერიტორიები (ჩრდილო-აღმოსავლეთი ბრაზილია: მარანიანი, პიაუი, სეარა, რიუ-გრანდი-დუ-ნორტი, პარაიბა, პერნამბუკუ, ალაგოასი, სერჟიპი, ბაია და სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში: მინას-ჟერაისის ჩრდილოეთი ნაწილი) ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია ქვეყანაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Герасимов И. П. Географические наблюдения в Бразилии: Северо-восток Бразильского нагорья (каатинга) // Известия АН СССР. Сер. геогр. 1957. № 3. С. 48-59.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაატინგა // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.