პერანგა (მესხეთის ქედი)
იერსახე
| პერანგა | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°42′12″ ჩ. გ. 42°07′49″ ა. გ. / 41.70333° ჩ. გ. 42.13028° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2235 მ |
| ქედი | მესხეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, ტუფ-კონგლომერატი და ანდეზიტი |
პერანგა — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე კინტრიშის მარცხენა შენაკადის — მაღალასხევისღელეს სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2235 მ. აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-კონგლომერატებითა და ანდეზიტებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, წვერზე სუბალპური მდელოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 21.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2016.