პეკორინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეკორინო (იტალ. Pecorino) — იტალიური მაგარი ყველი, რომელიც ცხვრის რძისგან მზადდება. სახელი „პეკორინო“ მომდინარეობს პეკორა-დან, რაც იტალიურად ცხვარს ნიშნავს.[1]

პეკორინოს ექვსი ძირითადი სახეობიდან, რომელთაგან ყველას ევროკავშირის კანონმდებლობით დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) სტატუსი აქვს, პეკორინო რომანო ალბათ ყველაზე ცნობილია იტალიის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია მე-19 საუკუნიდან. პეკორინოს უმეტესობა იწარმოება კუნძულ სარდინიაზე, თუმცა მისი წარმოება ასევე ნებადართულია ლაციოში და ტოსკანის პროვინციებში — გროსეტოსა და სიენაში. ჯერ კიდევ ძველი რომაელი ავტორები წერდნენ ამ ყველის და მისი წარმოების ტექნიკის შესახებ.[2]

ტრადიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიანოს პეკორინო

პეკორინოს სამხრეთიტალიური ვარიანტია პეკორინო პეპატო (სიტყვასიტყვით, „წიწაკიანი პეკორინო“), რომელსაც ემატება შავი პილპილის მარცვლები. დღესდღეობით ბევრ სხვა დანამატსაც უმატებენ, მაგალითად, ნიგოზს, ინდაუს ან თეთრი ან შავი ტრიუფელის პატარა ნაჭრებს.

სარდინიაში ყველის ბუზის მატლები განზრახ შეჰყავთ პეკორინო სარდოში, რათა დაამზადონ ადგილობრივი დელიკატესი, სახელად კაზუ მარცუ, რაც ნიშნავს „დამპალ ყველს“. იმის გამო, რომ ეს უკანონოა, კაზუ მარცუ ძირითადად შავ ბაზარზე იყიდება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]