პატაგონიის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პატაგონიის არქიპელაგი (ესპ. Patagonic Archipelago) — არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე, ჩილეს სანაპიროსთან. მდებარეობს ჩაკაოს არხსა და დრეიკის სრუტეს შორის. მოქცეულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის. არქიპელაგი შედის ჩილეს ორი რეგიონის - აისენისა და მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონების შემადგენლობაში. პატაგონიის არქიპელაგში გადის ისეთი უმნიშვნელოვანესი საწყლოსნო გზები, როგორებიცაა მაგელანის სრუტე და ბიგლის არხი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]