პარმას ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარმას ბრძოლა
გველფები და გიბელინები ნაწილი
თარიღი

1247–1248 წწ

1248 წლის 18 თებერვალი
მდებარეობა პარმა ემილია-რომანია, დღევანდელი იტალია
შედეგი ლომბარდიის ლიგამ მოიპოვა გამარჯვება
მხარეები
საღვთო რომის იმპერია ლომბარდიის ლიგა
მეთაურები
ფრიდრიხ II შტაუფენი

ტადეო და სუესა

გრეგორიო დი მონტელონგო
ძალები
5600 უცნობია
დანაკარგები
დაიღუპა 1500

დატყვევებული-3000

უცნობია

პარმას ბრძოლა გაიმართა 1248 წლის 18 თებერვალს საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის ძალებსა და ლომბარდიის ლიგას შორის. გელფები თავს დაესხნენ იმპერიულ ბანაკს, როდესაც ფრიდრიხ II წასული იყო. იმპერიული ძალები დამარცხდნენ[1]და ფრიდრიხის საგანძურის დიდი ნაწილი დაიკარგა.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარმას თავისუფალი კომუნა იყო გიბელინის (პროიმპერიული) პარტიის დიდი ხნის მხარდამჭერი. იგი ასევე ითვლებოდა გელფების (პროპაპის მომხრე) დასაკავებლად მნიშვნელოვან დასაყრდენად, მისი აყვავებული ეკონომიკისა და ვია ფრანციგენას გასწვრივ პოზიციის გამო.[2][3]

1243 წლის 25 ივნისს ინოკენტი IV, რომელსაც რამდენიმე მეგობარი ჰყავდა ქალაქში და რამდენიმე თანამდებობა ეკავა ადგილობრივ ეპარქიაში, აირჩიეს პაპად. ამგვარად, მან დაისახა პარმას გელფის მხარეზე გადაყვანის გეგმა. მან ამჟამინდელი ეპისკოპოსის ნაცვლად ალბერტო სანვიტალე დააყენა, რომელიც უფრო ლოიალური იყო მის მიმართ და უბრძანა ადგილობრივ ფრანცისკანებს დაერწმუნებინათ მოსახლეობა, რომ მხარე შეეცვალათ.[4]იმპერატორ ფრიდრიხ II-სა და პაპს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა გაუარესდა: მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა გადატრიალების შედეგად, რომლითაც ქალაქი გელფთა ჯგუფის ხელში ჩავარდა, მათ შორის უგო სანვიტალე (პარმას ახალი ეპისკოპოსის ძმა) და ბერნარდო დი როლანდო როსი (პაპის სიძე და ფრედერიკის ყოფილი თანამშრომელი).[5]

იმპერატორმა იცოდა აჯანყების შესახებ, როდესაც ის პავიაში იმყოფებოდა. მან მაშინვე შეკრიბა ჯარი, გაემართა პარმას წინააღმდეგ ემილიადან, ჩამოაგდო როლანდო როსი და ახალი ქალაქის კაპიტანად ტებალდო ფრანჩესკი დანიშნა.მიუხედავად ამისა ინოკენტი IV-მ განაგრძო სიძულვილის კამპანია ფრიდრიხის წინააღმდეგ როგორც ლომბარდიაში, ასევე სიცილიის სამეფოში ადგილობრივი თავადაზნაურობისა და სასულიერო პირებისადმი გაგზავნილი წერილებით. რამდენიმე დიდებულმა, მათ შორის სანსვერინომ და სამმა ფასანელამ, შეთქმულება მოაწყვეს იმპერატორის წინააღმდეგ 1244 წელს, თუმცა მათ უღალატა ერთ-ერთმა მონაწილემ.აჯანყების შემდეგ ბევრი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. ზოგიერთი შეთქმული ცდილობდა პაპის დაცვას, რომელიც ამასობაში გადავიდა ლიონში, რომელიც უფრო შორს იყო იმპერიული ჯარებისგან.[6] აქ მან მოიწვია ლიონის საბჭო 1245 წელს.1227 წელს გრიგოლ IX იმპერატორის განკვეთის განაცხადი დაადასტურა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლა, როდესაც პაპის მონაწილეობა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ცხადი გახდა, ფრიდრიხმა მისწერა დიდებულებს, რომ ყველასთვის ეცნობებინათ პაპის ბოროტი საქციელის შესახებ და ჯარით გაემართა ლიონში 1247 წელს. როგორც კი ტურინში ჩავიდა, მან მიიღო ინფორმაცია. რომ პარმა ისევ აჯანყდა. სალიმბენე დი ადამის მიხედვით, გუელფ პარმიგიელი ლტოლვილების ჯგუფმა თავშესაფარი მიიღო პიაჩენცაში, უგო დი სანვიტალეს (პარმას ახალი ეპისკოპოსის ძმა) და ბერნარდო დი როლანდო როსის (პაპის სიძე და ყოფილი თანამშრომელი) ხელმძღვანელობით. მათ დაამარცხეს იმპერიული გარნიზონი იმპერიული პოდესტა ენრიკო ტესტას მეთაურობით ბორგეტო დი ტაროს მახლობლად და დაიკავეს ქალაქი წინააღმდეგობის გარეშე, რადგან ენციოს სარდინიელის გარნიზონი, ფრედერიკის ვაჟი, ალყაში ჰყავდა მოქცეული კვინზანოს.[7] ფრიფრიხმაა დაუყონებლივ გადაიყვანა თავისი ჯარები ემილიაში და ამავე დროს მეგობრული ლორდებსა და კომუნებს გაძლიერებისკენ მოუწოდა. იმპერიულ არმიას ასევე შეუერთდა ენციო, რომელმაც მოახდინა კვინზანოს ალყა და კრემონეს კონტიგენტი ეზელინო III და რომანოს მეთაურობით, გაიზარდა გამოგზავნილი ჯარისკაცების მეშვეობით. ისინი გამოაგზავნეს პადუადან, ვერონიდან და ვისენცადან.

პაპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პარმას დახმარება გაეგზავნა მისი ერთგული ქალაქებიდან, როგორიცაა მილანი, პიაჩენცა, მანტუა და ფერარა. თავდაცვის ორგანიზებით გრეგორიო დი მონტელონგომ შეძლო ქალაქამდე მისვლა, ბერნარდო როსისთან და ჟილბერტო და გენტესთან ერთად.

შესაძლოა, ალყის იარაღის დეფიციტის გამო, ფრიდრიხმა გადაწყვიტა შიმშილით აეღო ქალაქი. გელფებს გადაწყვეტილი ჰქონდათ წინააღმდეგობის გაწევა პაპის დახმარების წყალობით და ალყა გაგრძელდა რვა თვის განმავლობაში. ფრიდრიხმა ბრძანა გროლას მახლობლად გამაგრებული ბანაკის აგება, რომელსაც უწოდა ვიქტორია (ლათინურად "გამარჯვება"),[7] სახლების, სასახლეების და ეკლესიის ჩათვლით და განაცხადა, რომ იგი გახდებოდა მისი სამეფოს ადგილი პარმას დაცემის შემდეგ. გარდა ამისა, 1248 წლის 12 თებერვალს გრეგორიო დი მონტელონგომ დაიწყო შეტევა: ალყის დროს განცდილი ტანჯვის შემდეგ, ხალხი იარაღითურთ გაყვა წმინდა ღვთისმშობელს და თავს დაესხა მას, ამ დროს ფრიდრიხი ნადირობდა ტაროს ხეობაში, ხოლო ვიქტორია განადგურდა. მან თავი შეაფარა ბორგო სან დონიოს, შემდეგ კი გადავიდა კრემონაში.[2]

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარმასთან დამარცხება გადამწყვეტი მარცხი იყო ფრიდრიხისთვის, რომელსაც სამუდამოდ უნდა ეთქვა უარი ნებისმიერ ოცნებაზე ჩრდილოეთ იტალიის დასაპყრობად. ლომბარდიულმა ლიგამ დაიბრუნა გარკვეული ტერიტორიები, მთელმა ემილიამ და რომანიამ მხარი დაუჭირა გელფის საქმეს, ხოლო მონფერატის მარკიზატი და გენუის რესპუბლიკა მტრულად რჩებოდა მის მიმართ. ეზელინო III-მ, მიუხედავად იმისა, რომ დარჩა გიბელინის მხარეში, განდევნა იმპერიული გუბერნატორი მონსელიკედან.

ანტიიმპერიული ფრანცისკანელი მემატიანესალიმბენე დი ადამის თანახმად, „Parma fuit causa totius ruine“ („პარმა იყო მთელი ნგრევის მიზეზი“).[7]

მას შემდეგ ქალაქის დევიზია „Hostis turbetur quia Parmam Virgo tuetur“ („მტერი გაიფანტოს, რადგან წმინდა ღვთისმშობელი იცავს პარმას“).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The New Cambridge Medieval History V ; ↵by Rosamond McKitterick, Christopher Allmand, David Abulafia, Paul Fouracre, Timothy Reuter, David Luscombe, Michael Jones, Jonathan Riley-Smith / Cambridge University Press, 1995
  2. 2.0 2.1 ფორნარი კარლო. La battaglia di Parma/პარმას ბრძოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2011. ციტირების თარიღი: 24 July 2011.
  3. ფრანცესკა როვერსი მონაკო. Parma/პარმა. Enciclopedia Italiana.
  4. „L'assedio di Parma“. Medioevo. November 2003.
  5. ფირნარი კარლო. La battaglia di Parma/პარმას ბრძოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2011.
  6. „L'assedio di Parma“. Medioevo. November 2003.
  7. 7.0 7.1 7.2 ფრანცესკა როვერსი მონაკო. Parma/პარმა. Enciclopedia Italiana.