პარგა
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
პარგა Πάργα | |
პარგას ხედი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პერიფერია | ეპირი |
ნომი | პრევეზა (ნომი) |
კოორდინატები | 39°17′00″ ჩ. გ. 20°24′00″ ა. გ. / 39.28333° ჩ. გ. 20.40000° ა. გ. |
ფართობი | 276.5 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 32 მ |
მოსახლეობა | 2,022 [1] კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 47 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 3,846 |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 480 60 |
საფოსტო ინდექსი | 480 60 |
ოფიციალური საიტი | parga.gr |
პარგა (ბერძ. Πάργα) — პრევეზას ნომში, ეპირის პერიფერიაში არსებული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ჩრდოლო-დასავლეთ საბერძნეთში. მუნიციპალიტეტის ცენტრია სოფელი კანალაკი.[2] პარგა მდებარეობსი იონიას ზღვის სანაპიროზე, ქალაქებს პრევეზა და იღუმენიცას შორის. ის არის თავისი დეკორატიული სილამაზით განთქმული საკურორტო ქალაქი.
მუნიციპალიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღევანდელი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა 2011 წელს, ორი ყოფილი მუნიციპალიტეტის შეერთებით:[2]
- ფანარი
- პარგა
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიკურ ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო ბერძნული ტომით: თესპროტიელები. პარგას დასახლების ისტორიაც ანტიკური ხანიდან იწყება როდესაც მას იპარგოსი ეწოდებოდა. 1570 წელს ქალაქიდან ჩრდილოეთით ვენეციური ციხესიმაგრე დაარსდა. პარგა ეპირის სხვა პერიფერიებთან ერთად ბალკანეთის ომების დროს საბერძნეთს შეუერთდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარგა მდებარეობს გორაკის ფერდზე და უკავშირდება 55 გზას. ქალაქიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარეობს ფიჭვის ტყიანი და კლდოვანი ბორცვები. პარგას ყურეში ქალაქის სანაპიროსა და ნავსადგურს შორის პატარა კუნძულზე არის სამლოცველო და ჯებირი. კუნძულამდე ცურვით ადვილად შეიძლება მიღწევა. ქალაქიდან აღმოსავლეით მდებარეობს ტბა კალოდიკი.
პარგა შემოსაზღვრულია მთიანი ხმელეთით, რომეელიც აღმოსავლეთით ბუჩქებიანი და კლდეებიანია, ხოლო ჩრდილო-დაავლეთით ტყიანი და ბალახიანი. პარგადან შესაძლებელია პახოის კუნძულების, კერკირას კუნძულების სამხრეთი ნაწილის და ხანდახან ლეფკასის დანახვაც. ვენეციური ციხესიმაგრე აცალკევებს პარგას ყურეს და ნავსადგურს ვალტოს ქვიშიანი წაგრძელებული სანაპიროსგან. დღეისთვის არსებული ციხის ნანგრევებიდან ორიცე ყურეს ლამაზი ხედი იშლება.
პარგას აქვს სკოლა, ლიცეუმი, გიმნაზია, ეკლესია, საფოსტო განყოფილება, ბანკი, პორტი, ტავერნები და მოედანი (პლატეია-ქალაქის ცენტრის ბერძნული სახელი)
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარგა ავტობუსის მარშრუტებით უკავშირდება სხვადასხვა ქალაქებს: იღუმენიცა[3], პრევეზა და ათენი[4]. ასევე უკავშირდება არაპირდაპირი ხაზებით სალონიკს და იოანინას[5],ასევე ივლისსა და აგვისტოში იოანინას მიმართულებით ავტობუსი ყოველდღე მოძრაობს[6]. პარგადან უახლოესი აეროპორტია აქციონის ეროვნული აეროპორტი (75კმ.), სადაც სეზონურად ხორციელდება ფრენები ათენიდან და თესალონიკიდან, ასევე ემსახურება ჩარტერულ რეისებსაც.
მუნიციპალიტეტის რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქალაქის მოსახლეობა | მუნიციპალიტეტის მოსახლეობა |
---|---|---|
1981 | 1,892 | - |
1991 | 1,699 | 3,569 |
2001 | 2,022 | 3,846 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო (ბერძნულად)
- ↑ 2.0 2.1 კალიკრატის კანონი დაარქივებული 2017-04-27 საიტზე Wayback Machine. საბერძნეთის შინაგან სამინისტრო (ბერძნული)
- ↑ http://www.ktel-thesprotias.gr/?module=default&pages_id=18&lang=el ΚΤΕΛ ΘΕΣΠΡΩΤΙΑΣ ΑΕ / იღუმენიცას საქალაქთშორისო ავტობუსები
- ↑ http://www.ktelprevezas.gr/?module=default&pages_id=1&lang=el ΚΤΕΛ ΠΡΕΒΕΖΑΣ Α.Ε.
- ↑ http://www.ktelprevezas.gr/?module=default&pages_id=1&lang=el ΚΤΕΛ ΠΡΕΒΕΖΑΣ Α.Ε. / პრევეზას საქალაქთშორისო ავტობუსები
- ↑ http://www.ktelioannina.gr/ დაარქივებული 2020-01-21 საიტზე Wayback Machine. ΚΤΕΛ ΙΩΑΝΝΙΝΩΝ Α.Ε. / იოანიის საქალაქთშორისო ავტობუსები