პარბჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
პარბჰანი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 19°16′00″ ჩ. გ. 76°47′00″ ა. გ. / 19.26667° ჩ. გ. 76.78333° ა. გ. / 19.26667; 76.78333
დაარსდა 1610
ფართობი 37.77 კმ²
ცენტრის სიმაღლე 347±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 2452
საფოსტო ინდექსი 431401
პარბჰანი — ინდოეთი
პარბჰანი

პარბჰანი (ინგლ. Parbhani) ― ქალაქი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. პარბჰანი მარათვადის რეგიონის უდიდესი ქაალქია. რეგიონულ ცენტრ აურანგაბადიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო შტატის დედაქალაქ მუმბაიდან ― 491 კმ-ის დაშორებით.

მარათვადის მთელ რეგიონთან ერთად პრაბჰანი ჰაიდარაბადის შტატის შემადგენლობაშ შედიოდა. 1956 წელს შტატების რეორგანიზაციის შემდეგ ბომბეის შტატის ნაწილი გახდა, ხოლო 1960 წლიდან დღევანდელი მაჰარაშტრის ნაწილია.[1]

პარბჰანში მდებარეობს ვასანტრაო ნაიკ მარათვადა კრიში ვიდიაპითი (ყოფილი მარათვადის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი), რომელიც ერთ-ერთია მაჰარაშტრის სოფლის მეურნეობის ოთხ უნივერსიტეტს შორის. პარბჰანი ყოველწლიურად მასპინძლობს ფესტივალს, რომესაც ტურაბულ ჰაქ დარგაჰი ეწოდება და რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავს.[2][3] ქალაქს სახელი ეწოდა ქალღმერთ პრაბჰავატის საპატივცემულოდ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურ ხანაში პარბჰანი ცნობილი იყო როგორც პრაბჰავატი ნაგარი[4] (მარათულ ენაზე: प्रभावतीनगरी). წყაროების თანახმად, ამ ადგილას ქალღმერთ პრაბჰავატის მასიური ტაძარი მდებარეობდა. სახელი პრაბჰავატი ქალღმერთ ლაქშმისა და პარვატის ნიშნავს.[5] დღევანდელი სახელწოდება სწორედ პრაბჰავატიდან მომდინარეობს.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

650 წლის განმავლობაში, დეკანის სასულთნოს, დიდ მოგოლთა იმპერიისა და ჰაიდარაბადის ნიზამის პერიოდში პარბჰანი მუსლიმთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. ქალაქი 1948 წლამდე ჰაიდარაბადის შტატის ნაწილი იყო.[7][8] ამის შემდეგ პარბჰანი დამოუკიდებელი ინდოეთის რესპუბლიკის ნაწილი გახდა. 1956 წლამდე ქალაქი ჰაიდარაბადის შტატის ნაწილი იყო ინდოეთის შემადგენლობაში.[9] 1956 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ ჰაიდარაბადის შტატი გაიყო და პარბჰანი მიმდებარე ქალაქებთან ერთან მრავალენოვან ბომბეის შტატს მიეკუთვნა.[10] 1960 წლიდან ქალაქი მაჰარაშტრის შემადგენლობაშია.[11]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარბჰანის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 19.27° და აღმ. გრძედი 76.78°.[12] ქალაქი ზღვის დონიდან 347 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქი გოდავარის ხეობაში მდებარეობს და ძალიან ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა.[13]

კლმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პარბჰანი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში (Aw) მდებარეობს. ზამთართან შედარებით ზაფხულში გაცილებით მეტი ნალექი მოდის.[14]

ჰავის მონაცემები — პარბჰანი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 38.0 39.8 42.5 45.0 46.6 45.9 39.1 36.7 37.9 37.7 36.5 36.0 46.6
საშუალო მაღალი °C 30.0 33.0 37.1 40.3 41.6 36.5 31.8 30.5 31.9 32.5 30.8 29.5 33.8
საშუალო დაბალი °C 14.2 16.3 20.2 24.0 26.5 24.9 23.3 22.7 22.6 20.0 16.4 13.5 20.4
რეკორდულად დაბალი °C 4.4 6.1 11.6 16.6 18.8 18.7 13.6 19.4 15.2 10.0 8.3 4.8 4.4
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 8.3 3.3 14.3 6.1 20.0 163.0 245.6 240.1 159.7 81.7 15.4 5.3 962.8
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.6 0.5 0.8 0.9 1.7 8.4 11.0 10.3 8.1 3.7 1.3 0.4 47.7
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 38 29 24 21 23 48 65 69 66 53 48 44 44
წყარო: India Meteorological Department[15][16]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია პარბჰანში (2011)
რელიგია %
ინდუიზმი
  
45.11%
ისლამი
  
41.25%
ბუდიზმი
  
9.21%
ჯაინიზმი
  
0.93%
ქრისტიანობა
  
0.23%
სხვა
  
0.02%
არ არის ინფორმაცია
  
0.47%

2011 წლის აღწერის მიხედვით, პარბჰანის მოსახლეობა 307 170 ადამიანს შეადგენს: 157 628 კაცს და 149 563 ქალს. სქესობრივი თანაფარდობაა: 949 ქალი 1 000 კაცზე. წერა-კითხვის ცოდნის დონე 84.34%-ია: 90.71% კაცებს შორის და 77.7% ― ქალებს შორის. 40 075 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება: 21 187 ბიჭი და 18 888 გოგო. 6 წლამდე სქესობრივი თანაფარდობაა 981 ქალი 1 000 კაცზე.[17]

მოსახლეობის უმრავლესობა (138 562 ადამიანი) ინდუიზმის მიმდევარია. მეორე მთავარი რელიგია ისლამია, რომელსაც 126 702 ადამიანი მისდევს. 36 203 ადამიანი ბუდისტია, 697 ― ქრისტიანი, ხოლო 2 870 ― ჯაინიზმის მიმდევარი.[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. OVERVIEW OF PARBHANI DISTRICT. ციტირების თარიღი: 19 April 2017
  2. Parbhani, India. ციტირების თარიღი: 19 July 2015
  3. „सय्यद शाह तुराबुल हक साहेब (फोटो फिचर)“. Sakal (მარათჰი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 19 July 2015.
  4. Parbhani at a glance. ციტირების თარიღი: 1 April 2017
  5. Meaning of Prabhavati. ციტირების თარიღი: 23 July 2015
  6. Parbhani District Gazetteers chapter 1. ციტირების თარიღი: 23 July 2015
  7. Official Website of Indian Army. ციტირების თარიღი: 2017-04-18
  8. History of Parbhani City Maharashtra Origin-Background-Significance. ციტირების თარიღი: 2017-04-18
  9. (2006) A Concise History of India, 2nd, Cambridge University Press. ISBN 978-0521682251. 
  10. Aurangabad | India (2014-09-18). ციტირების თარიღი: 2017-04-18
  11. Parbhani, Nizam, and post 1947. ციტირების თარიღი: 1 April 2017
  12. Maps, Weather, and Airports for Parbhani, India. ციტირების თარიღი: 2017-04-19
  13. EXECUTIVE SUMMARY OF PARBHANI DISTRICT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-15. ციტირების თარიღი: 2017-04-19
  14. Climate Parbhani: Temperature, Climate graph, Climate table for Parbhani. ციტირების თარიღი: 2017-04-18
  15. Station: Parbhani Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 593–594. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 April 2020
  16. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 April 2020
  17. City Population Census 2011 |. Census2011.co.in. ციტირების თარიღი: 2015-05-29
  18. Parbhani City Population Census 2011 | Maharashtra. ციტირების თარიღი: 2017-04-19