პარანოიდული პიროვნების აშლილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარანოიდული პიროვნების აშლილობა
კლასიფიცირება და გარე წყაროები
დარგი ფსიქიატრია
ICD-10 F60.0
ICD-9 301.0
MedlinePlus 000938
MeSH D010260

პარანოიდული პიროვნების აშლილობა (პპა), არის ფსიქიკური აშლილობა და ხასიათდება მყარი, ხანგრძლივი ეჭვიანობით და განზოგადოებული უნდობლობით სხვების მიმართ. მას აგრეთვე მოიხსენიებენ, პარანოიდულ პიროვნების დარღვევად. ამ პათოლოგიის მქონე პირები არიან ჰიპერსენსიტიურები, ადვილად სწყინთ და გამუდმებით ეძებენ თავიანთ გარემოში ავის მომასწავლებელ ნიშნებს, რომ განიმტკიცონ საკუთარი ეჭვები. პარანოიდული პირები ხშირად დამკვირვებლის როლის მორგებას ამჯობინებენ და მიიჩნევენ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ.[1] მათ, როგორც წესი, თავდაცვითი და ეჭვებით სავსე ცხოვრებისეული პოზიცია ახასიათებთ, აგრეთვე, მათი ემოციური ცხოვრება საკმაოდ შეზღუდულია. ემოციური ჩართულობის სიმცირეს, ხშირად მიჰყავს პარანოიდალური პიროვნების აშლილობის მქონე პირები იზოლირებულ ცხოვრების წესამდე.[2][საჭიროებს გადამოწემბას] პპა-ს მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ბოღმიანი, ჰქონდეს მტრული ინტერპრეტაცია სხვათა ქმედებების შესახებ, ან თავისი მოქალაქეობრივი უფლებების გაზვიადებული მგრძნობელობითი აღქმა.[3] ამ აშლილობას აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კომორბიდულობა (თანაარსებობა) სხვა პიროვნების დარღვევებთან.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოლოგიური ხედვის მიხედვით პარანოიდული თვისებების გარკვეულწილად გენეტიკურია. ასევე შესაძლო არსებობდეს გენეტიკური კავშირი ამ პიროვნების პათოლოგიასა და შიზოფრენიას შორის.

ფსიქო-სოციალური თეორიები აკავშირებენ უარყოფითი შინაგანი გრძნობების პროექციას და მშობლის აღმზრდელობით მოდელებს.[4]

კოგნიტური თეორეტიკოსები პარანოიდული პიროვნების აშლილობის გამომწვევ მიზეზად ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ რწმენას და თვითობის აღქმას ასახელებენ. (ეს ფუნდამენტური რწმენა: ადამიანები არიან მტრულად განწყობილი ერთმანეთის მიმართ).[5]

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელო ICD-10 მიაკუთვნებს პპა-ს პიროვნებათა აშლილობის რიცხვს. ICD-10-ში ის მოიხსენიება: (F60.0) პიროვნების პარანოიდული აშლილობა.[6]

იგი ხასიათდება მინიმუმ სამით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
  1. გადამეტებული მგრძნობელობა წინააღმდეგობების და წარუმატებლობების მიმართ;
  2. ბოღმიანობა, ანუ პატიების უუნარობა;
  3. მიდრეკილება არასწორად განმარტოს სხვათა ქმედებები, როგორც მის მიმართ მტრული და დამამცირებელი;
  4. აგრესიული და ჯიუტი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეობრივი უფლებების მიმართ;
  5. გამეორებადი, უსაფუძვლო ეჭვები მეუღლის ან პარტნიორი სექსუალური ერთგულების შესახებ;
  6. საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადების ტენდენცია, რომელიც ვლინდება თვითორიენტირებულ დამოკიდებულებაში[საჭიროებს გადამოწემბას];
  7. ყოველდღიური თუ მასშტაბური მოვლენების "კონსპირაციული" ახსნის ტენდენცია.
მოიცავს:
  • ექსპანსიური, ფანატიკურ, წუწუნა და მგრძნობიარე პარანოიდულ პიროვნებებს (აშლილობებს)
გამორიცხავს:

ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.

ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციის სახელმძღვანელოში (DSM-5) პპა-ს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ჰგავს ICD-10-ში მოცემულ პარანოიდალური პიროვნების აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს. DSM-5-ში პპა მიეკუთვნება A კლასტერს.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორე მილონის თანახმად პარანოიდული პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს:[7][8]

  • გულქვა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ობსესიურ-კომპულსური პიროვნების თვისებები.
  • ფანატიკოსი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ნარცისული პიროვნების თვისებები.
  • წუწუნა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები.
  • შეზღუდული - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები.
  • ღვარძლიანი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს სადისტური პიროვნების თვისებები.

დიფერენციალური დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირმა შეიძლება გამოსცადოს, სტრესი ფონზე, მოკლე ფსიქოზური ეპიზოდები (ხანგრძლივობა: ერთი წუთიდან რამდენიმე საათამდე). თუ ეს ეპიზოდები ხანგრძლივია აშლილობა შეიძლება განვითარდეს და ბოდვითი აშლილობის ან შიზოფრენიის სახით მოგვევლინოს.

კომორბიდულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირების უფრო დიდი შანსი აქვთ განუვითარდეთ დეპრესიული აშლილობები, აგორაფობია, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ან ალკოჰოლიზმი და სხვა ნივთიერებათა მოხმარების აშლილობა. ხშირად ამ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები აკმაყოფილებენ სხვა პიროვნული პათოლოგიების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებსაც. იხილეთ:[9]

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირის უნდობლობა, ხშირად, ართულებს მკურნალობის პროცეს, მიუხედავად ამისა, ფსიქოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ და ფორიაქის-საწინააღმდეგო მედიკამენტებს შეუძლიათ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება, თუ ის მზად არის მიიღოს მკურნალობის კურსი.[10]

ეპიდემიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პპა გვევლინება ზოგადი პოპულაციის დაახლოებით 0,5% - 2,5%. ფსიქიატრიულ ამბოლატორულ განყოფილებებში პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირების პოპულაცია 2% - 10%. ეს აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში ვიდრე ქალბატონებში.[9]

ერთ-ერთი ნორვეგიული, ლონგიტუდუი კვლევის თანახმად პარანოიდული პიროვნების პათოლოგია დიდწილად მემკვიდრეობითია და იზიარებს შიზოიდური და შიზოტიპური პიროვნებათა აშლილობების გენეტიკურ და გარემოებრივ რისკფაქტორებს.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Waldinger, Robert J. (1 August 1997). Psychiatry for Medical Students. American Psychiatric. ISBN 978-0-88048-789-4. 
  2. Meissner & Kuper, 2008
  3. "Personality disorders". Medicine 36 (8): 436–441. August 2008. . http://www.medicinejournal.co.uk/article/S1357-3039%2808%2900174-6/abstract.
  4. Personality Disorders at eMedicine
  5. Beck, AT, & Freeman, AM. (1990).
  6. Paranoid personality disorder — International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems 10th Revision (ICD-10)
  7. Millon, Théodore; Grossman, Seth (6 August 2004) Personality disorders in modern life. Wiley. ISBN 978-0-471-23734-1. 
  8. Millon, Theodore. Personality Subtypes.
  9. 9.0 9.1 Internet Mental Health — paranoid personality disorder
  10. "Paranoid Personality Disorder" at Cleveland Clinic. წაკითხვის თარიღი: 2008-02-13.
  11. Kendler KS; Czajkowski N; Tambs K და სხვები. (2006). "Dimensional representations of DSM-IV cluster A personality disorders in a population-based sample of Norwegian twins: a multivariate study". Psychological Medicine 36 (11): 1583–91. . PMID 16893481.