ნარცისული პიროვნების აშლილობა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ნარცისული პიროვნების აშლილობა | |
---|---|
ნარცისი წყალში საკუთარ გამოსახულებას უყურებს | |
დარგი | ფსიქიატრია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F60.8 |
ICD-9 | 301.81 |
MedlinePlus | 000934 |
MeSH | D001883 |
ნარცისული პიროვნების აშლილობა (ნპა) არის პათოლოგიური ქცევის ხანგრძლივი მოდელი, რომელიც ხასიათდება გაზვიადებული საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილებით და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების შემცირებული უნარით.[1][2] ნპა-ს მქონე ადამიანები ბევრ დროს უთმობენ ძალაუფლებაზე, წარმატებაზე ან თავიანთ გარეგნობაზე ფიქრს. ისინი ხშირად იყენებენ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს. მსგავსი ტიპის ქცევა იწყება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან და ვლინდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
ჩვენთვის უცნობია თუ რა იწვევს ნარცისული პიროვნების აშლილობას.[3] იგი განეკუთვნება პიროვნებათა აშლილობის კლასს და დიაგნოსტიკურ-სტატისტიკურ სახელმძღვანელოში B კლასტერში შედის.
ამ პათოლოგიის მკურნალობა არ არის კარგად შესწავლილი. თერაპია ხშირად რთულია, რადგან ნპა-ს მქონე პირებს იშვიათად ჰგონიათ, რომ პრობლემა მათშია. ეს მდგომარეობა პირველად 1925 წელს რობერტ ვაელდერმა აღწერა, სახელი, რომლითაც მას დღეს მოვიხსენიებთ 1968 წელს.[4] რწმენის თანახმად ეს პათოლოგია მოსახლეობის 1% აქვს. ასევე, ნპა უფრო ხშირია მამაკაცებში ვიდრე ქალებში.
ნიშნები და სიმპტომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნარცისული პიროვნების პათოლოგიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მდგრადი გრანდიოზულობის განცდა, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილება, ქედმაღლობა და ემპათიის ნაკლებობა.[5][6] ეს ადამიანები ხშირად გამოხატავენ ამპარტავნობას, აქვთ უპირატესობის განცდა და ძალაუფლების მოპოვებაზე ორიენტირებული ქცევები.[7] ნარცისული პიროვნების აშლილობა განსხვავდება თავდაჯერებულობის განცდისგან; ნპა-ს მქონე ადამიანები ჩვეულებრივ აფასებენ საკუთარ თავს, როგორც სხვებზე უფრო მეტი ამიტომ, იგი უარყოფს სხვების სურვილებსა თუ გრძნობებს და მოელის, რომ მას მოექცევიან, როგორც რაიმე ნიშნით უპირატეს მიუხედავად მისი მიღწევებისა, თუ სტატუსისა.[5][8] გარდა ამისა, ნპა-ს მქონე ადამიანები შეიძლება გამოავლიონ სუსტი ეგო, ვერ იტანენ კრიტიკას და აქვთ ტენდენცია დააკნინონ სხვები თავიანთი უპირატესობის გამოსავლენად.[8]
DSM-5-ის მიხედვით ნარცისები ხასიათდებიან თითქმის ყველა ქვევითჩამოთვლილით:[5][8]
- გრანდიოზულობის განცდა და მოლოდინი, რომ ადამიანები ისე მოექცევიან როგორც რაიმე უპირატესობის მქონეს;
- ფანტაზიების ფიქსაცია თემებზე: ძალაუფლება, წარმატება, ინტელექტი, მიმზიდველობა და ა.შ;
- საკუთარი თავის ხედვა როგორც უნიკალურის, უპირატესობის მქონე და თავის მიკუთვნება "მაღალი სტატუსის" ადამიანებთან და ინსტიტუციებთან;
- მუდმივი აღტაცების საჭიროება სხვა ადამიანებისგან;
- რწმენა, რომ მას განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და უნდა დაემორჩილონ;
- შეუძლია სხვა ადაიანების გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად;
- არ შეუძლია ემპათირება სხვა ადამიანების გრძნობებთან, სურვილებთან თუ მოთხოვნილებებთან;
- შურიანია და ამავდროულად ჰგონია, რომ მისი შურთ;
- პომპეზური და ქედმაღალი მანერები / ყოფაქცევა.
ნარცისული პიროვნების აშლილობა ყალიბდება მოზარდობის ან ზრდასრულობის ასაკში.[5] ხშირად ბავშვები და თინეიჯერები ავლენენ ზოგიერთ ნარცისული პიროვნების პათოლოგიის თვისებას, მაგრამ იშვიათად აკმაყოფილებენ ამ აშლილობის სრულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს.[8] სიმპტომები არსებითად უნდა განსხვავდებოდნენ კულტურული ხედვებისგან იმისათვის რომ ჩაითვალონ დიაგნოსტიკურად მნიშვნელოვნად.[5]
ასოცირებული ნიშნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად აზვიადებენ თავიანთ უნარებს და მიღწევებს, ასევე მათ ურჩევნიათ "მაღალი სტატუსის" მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. მათი უპირატესობის განცდა უბიძგებს მათ საუბრის მონოპოლიზაციისკენ [8] და დამცინავნი არიან როდესაც ვინმე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს.[5]
DSM 5-ის თანახმად ბევრი წარმატებული ადამიანი გამოხატავს ნარცისული პიროვნების აშლილობის თვისებებს. მოხოლოდ მაშინ როდესაც ეს თვისებები არის მოუქნელი, არაადაპტური, ქრონიკული და იწვევს სამსახურეობრივ ან სუბიექტურ დისტრეს, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს მდგომარეობა როგორც ნარცისული პიროვნების აშლილობა.[5]
გამომწვევი მიზეზები და მექანიზმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვენთვის უცნობია თუ რა იწვევს ნარცისული პიროვნების აშლილობას.[8][9] მეცნიერები სავარაუდო მიზეზებზე სასაუბროდ ბიოფსიქოსოციალურ მოდელს იქყენებენ,[10] რაც მოიცავს გარემო, სოციალური, გენეტიკური და ნეირობიოლოგიური ფაქტორების კომბინაციას.[9][10]
გენეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს მტკიცებულება, რომ ნარცისული პიროვნების აშლილობა მემკვიდრეობითია და მათ ვისაც ჰყავს მშოველი ნპა-ით, აქვს უფრო დიდი შანსი განუვითარდეს ეს აშლილობა.[10][11] ტყუპების შესწავლამ აჩვენა, რომ ნარცისული პიროვნების მემკვიდრეობითობა საშუალო ან მაღალია. .[11][12] მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რომელიც გენები და გენური კავშირები თამაშობენ როლს ამ პათოლოგიის განვითარებაში.
გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარემო და სოციალურმა ფაქტორებმა ასევე შეიძლება ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ნპა-ს განვითარებაში.[10] ზოგიერთ ადამიანში პათოლოგიური ნარცისიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი აღმზრდელობითი პროცესით.[13] ზედმეტად მზრუნველი ისევე როგორც ზედმეტად მაკონტროლირებელი მშობლები განიხილებიან როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ნპა-ს ჩამოყალიბებას.[8][9]
გრუპმანის და კუპერის (2006) მეტაანალზის თანახმად, მრავალი მკვლევარი მიიჩნევს ქვემოთხსენებულ ფაქტორებს, როგორც ნპა-ს ჩამოყალიბებაში ხელ შემწყობს:[14]
- ჰიპერსენსიტიური ტემპერამენტი (პიროვნული თვისება) ბავშვობაში;
- გადამეტებული რაოდენობით აღტაცების, რეალისტური კრტიკის გარეშე;
- გადამეტებული ქება კარგი ქცევისთვის ან გადამეტებული კრტიკა ცუდი ქცევისთვის ბავშვობაში;
- ზედმეტად დაფასება მშობლების, სხვა ოჯახის წევრების ან თანატოლების მიერ;
- მძიმე ემოციური ძალადობა ბავშვობაში;
- არასანდო ზრუნვა მშობლებისგან;
- მანიპულაციური ქცევის დასწავლა მშობლებისგან ან თანატოლებისგან;
კულტურული ფაქტორი დიდ როლს თამაშობს ნპა-ს დიაგნოსტირებისას. ნარცისული პიროვნების აშლილობის თვისებები უფრო ხშირია თანამედროვე კულტურებში ვიდრე ტრადიციულში.[10]
ნეირობიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანების თავის ტვინზე ჩატარებული კვლევები ძალიან ცოტაა. ერთმა კვლევამ გამოავლინა რუხი ნივთიერების სიმცირე მარცხენა წინა კუნძულში (თავის ტვინის რეგიონი: left anterior insula).[15][16] მეორე კვლევის თანახმად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს შუბლის წილის ქერქში (prefrontal cortex) რუხი ნივთიერების ნაკლებობა.[17] თავის ტვინის ეს რეგიონები კავშირშია ემპათიის, თანაგრძნობის, ემოციური რეგულაციის და კოგნიტური ფუნქციონირების უნარებთან. ამ კვლევების თანახმად ნარცისულ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიენბს გარკვეული სირთულეები აქვთ ემოციურ ემპათიასთან და ემოციურ რეგულაციასთან.[18]
დიაგნოსტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DSM-5
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსების თანახმად ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციის სახელმძღვანელოს მეოთხე გადახედვაში (DSM-4-TR) ნარცისული პიროვნების აშლილობა დიაგნოსტირების კრიტერიუმი არ ასახავდა სრულ სურათს,[19] ამიტომ DSM-5 გვთავაზობს პიროვნებათა პათოლოგების ალტერნატიულ მოდელს. ე.წ. პიროვნებათა აშლილობის სივრცულ მოდელს.[20][21]
ICD-10
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელო ICD-10 მიაკუთვნებს ნარცისულ პიროვნების აშლილობას სხვა სპეციფიკური პიროვნების აშლილობის სიას.[22] ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.
სუბტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DSM-V გამოყოფს ნარცისული პიროვნების ორ სუბტიპს. აშკარა, რომელიც ხასიათდება გრანდიოზულობის განცდით, ამპარტავნებით და მოურიდებელი და ფარული, რომელიც ხასიათდება დაცვითობით და ჰიპერსენსიტიურობით.[23]
სხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა მეცნიერი ახასიათებს ნარცისული პიროვნების აშლილობის სუბტიპებს სხვადასხვაგვარად.
თეოდორე მილონის თანახმად ნარცისულ პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს:[24][25]
- არაპრინციპული ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ანტისოციალური პიროვნების თვისებები.
- სატრფიალო ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები.
- კომპენსატორული ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ნეგატივისტური და აცილებადი პიროვნების თვისებები.
- ელიტისტი ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან არ ახლავს არცერთი სხვა პიროვნების ტიპისთვის დამახასიათებელი თვისებები.
- ღვარძლიანი ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ანტისოციალური, სადისტური და პარანოიდული პიროვნების თვისებები.
ვილ ტიტშავი ასევე გამოყოფს ნარცისული პიროვნების სამ სუბტიპს:[საჭიროებს გადამოწემბას]
- წმინდა ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან არ ახლავს არცერთი სხვა პიროვნების ტიპისთვის დამახასიათებელი თვისებები.
- ყურადღების ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები.
- წესებს მიღმა ნარცისი - ნარცისული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ანტისოციალური პიროვნების თვისებები.
კომორბიდულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნპა-ს აქვს მაღალი კომორბიდული მაჩვენებლით სხვა ფსიქიკური აშლილობების მიამრთ.[10] ხშირად ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები აკმაყოფილებენ დეპრესიული აშლილობების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს.[9] ნარცისიზმი ხშირად ასოცირდება ბიპოლარულ აშლილობასთან, ანორექსიასთან, ნივთიერებათა გამოყენების აშლილობასთან,[6] განსაკუთრებით კოკაინთან. [5] ასევე ხშირად ასოცირდება სხვა პიროვნების პათოლოგიებთან. თეატრალური, მოსაზღვრე, ანტისოციალური და პარანოიდალური პიროვნების აშლილობა.[5]
პროგნოზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფსიქოთერაპიული და ფარმაკოლოგიური დახმარების შედეგები ჯერჯერობით არ არის სისტემატიურად და ემპირიულად შესწავლილი. კლინიკურ-პრაქტიკული გაიდლაინები ნპა-ს სამკურნალოდ ჯერ არ არსებობს ამიტომ, მეტწილად უმეტესობა მკურნალობის მეთოდი ნარცისული პიროვნების ფსიქოდინამურ მოდელებს ეფუძნება.[1]
ნარცისული პიროვნებები იშვიათად ეძებენ დახმარებას მათი პიროვნული პატერნის გამო, უფრო ხშირად ისინი ფსიქოთერაპიაში ისინი გვერდითი მდგომარეობის აღმოფხვრაზე არიან ორიენტირებულნი.[6] ფსიქოთერაპიული პროცესი ნპა-ს მქონე ადამიანებთან ნელა წარიმართება, ასევე ისინი ხშირად მიატოვებენ მკურნალობას.[1]
ეპიდემიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნპა-ს გავრცელება საზოგადოებაში 1%. კლინიკურ პოპულაციაში კი 2% - 16%.[14] არსებობს მცირე გენდერული სხვაობა. კვლევების თანახმად მამაკაცებში ნპა ცოტა უფრო ხშირად ვლინდება ვიდრე ქალბატონებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Caligor, E; Levy, KN; Yeomans, FE (May 2015). „Narcissistic personality disorder: diagnostic and clinical challenges“. The American Journal of Psychiatry. 172 (5): 415–22. doi:10.1176/appi.ajp.2014.14060723. PMID 25930131.
- ↑ (2013) Diagnostic and statistical manual of mental disorders : DSM-5, 5th, Washington [etc.]: American Psychiatric Publishing, გვ. 645, 669–72. ISBN 9780890425558.
- ↑ Sederer, Lloyd I. (2009) Blueprints psychiatry, 5th, Philadelphia: Wolters Kluwer/Lippincott Williams & Wilkins, გვ. 29. ISBN 9780781782531.
- ↑ O'Donohue, William (2007) Personality disorders : toward the DSM-V. Los Angeles: SAGE Publications, გვ. 235. ISBN 9781412904223. ციტირების თარიღი: 17 July 2016.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 American Psychiatric Association (2013), Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.), Arlington: American Psychiatric Publishing, pp. 669–672, ISBN 0890425558
- ↑ 6.0 6.1 6.2 Ronningstam, Elsa (2016), "New Insights Into Narcissistic Personality Disorder", Psychiatric Times 33 (2): 11
- ↑ Ronningstam E (2011). „Narcissistic personality disorder: a clinical perspective“. J Psychiatr Pract. 17 (2): 89–99. doi:10.1097/01.pra.0000396060.67150.40. PMID 21430487.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 Mayo Clinic Staff (18 Nov 2014), Narcissistic personality disorder: Symptoms, Mayo Foundation for Medical Education and Research, http://www.mayoclinic.org/diseases-conditions/narcissistic-personality-disorder/con-20025568. წაკითხვის თარიღი: 29 Apr 2016 დაარქივებული 23 February 2023[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Berger, FK (31 Oct 2014), Medical Encyclopedia: Narcissistic personality disorder, U.S. National Library of Medicine
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Paris, Joel (2014), "Modernity and narcissistic personality disorder", Personality Disorders: Theory, Research, and Treatment 5 (2): 220,
- ↑ 11.0 11.1 Torgersen, S; Lygren, S; Oien, PA; Skre, I; Onstad, S; Edvardsen, J; Tambs, K; Kringlen, E (December 2000). „A twin study of personality disorders“. Comprehensive psychiatry. 41 (6): 416–25. doi:10.1053/comp.2000.16560. PMID 11086146.
- ↑ Reichborn-Kjennerud, Ted (1 March 2010). „The genetic epidemiology of personality disorders“. Dialogues in Clinical Neuroscience. 12 (1): 103–114. ISSN 1294-8322. PMC 3181941. PMID 20373672.
- ↑ Ken Magid (1987). High risk children without a conscience. Bantam, გვ. 67. ISBN 0-553-05290-X. ციტირების თარიღი: 17 November 2012.
- ↑ 14.0 14.1 Cooper, Arnold M. M.D.. Narcissistic Personality Disorder. Personality Disorders – Narcissistic Personality Disorder. Armenian Medical Network (2006). ციტირების თარიღი: 2007-02-14.
- ↑ Schulze L, Dziobek I, Vater A, Heekeren HR, Bajbouj M, Renneberg B, Heuser I, Roepke S; Dziobek; Vater; Heekeren; Bajbouj; Renneberg; Heuser; Roepke (2013). „Gray matter abnormalities in patients with narcissistic personality disorder“. J Psychiatr Res. 47 (10): 1363–9. doi:10.1016/j.jpsychires.2013.05.017. PMID 23777939.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ Narcissists’ Lack of Empathy Tied to Less Gray Matter. PsychCentral. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Nenadic, Igor; Güllmar, Daniel; Dietzek, Maren; Langbein, Kerstin; Steinke, Johanna; Gader, Christian (February 2015). „Brain structure in narcissistic personality disorder: A VBM and DTI pilot study“. Psychiatry Research Neuroimaging. Elsevier Ireland. 231 (2): 184–186. doi:10.1016/j.pscychresns.2014.11.001. PMID 25492857.
- ↑ Ronningstam, Elsa (19 January 2016). „Pathological Narcissism and Narcissistic Personality Disorder: Recent Research and Clinical Implications“. Current Behavioral Neuroscience Reports. Springer International Publishing. 3 (1): 34–42. doi:10.1007/s40473-016-0060-y.
- ↑ Ronningstam E (2010). „Narcissistic personality disorder: a current review“. Curr Psychiatry Rep. 12 (1): 68–75. doi:10.1007/s11920-009-0084-z. PMID 20425313.
- ↑ „DSM-5: Proposed Revisions: Personality and Personality Disorders“. American Psychiatric Association. 2010-02-13. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Holden C (2010). „Psychiatry. APA seeks to overhaul personality disorder diagnoses“. Science. 327 (5971): 1314. doi:10.1126/science.327.5971.1314. PMID 20223959.
- ↑ Narcissistic personality disorder – [[International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems]] 10th Revision ([[ICD-10]]). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-23. ციტირების თარიღი: 2016-12-03.
- ↑ Pincus AL, Ansell EB, Pimentel CA, Cain NM, Wright AG, Levy KN; Ansell; Pimentel; Cain; Wright; Levy (2009). „Initial construction and validation of the Pathological Narcissism Inventory“. Psychol Assess. 21 (3): 365–79. doi:10.1037/a0016530. PMID 19719348.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ Millon, Theodore (1996). Disorders of Personality: DSM-IV-TM and Beyond. New York: John Wiley and Sons, გვ. 393. ISBN 0-471-01186-X.
- ↑ Millon, Theodore, Personality Subtypes. Millon.net. ციტირების თარიღი: 2013-12-10.