შინაარსზე გადასვლა

ფსიქოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფსიქოზიგონების პათოლოგიური მდგომარეობა, ცნობილი როგორც „რეალობასთან კავშირის დაკარგვა“. ფსიქოზით დაავადებულ ადამიანებს უწოდებენ ფსიქოტურს. მათ აღენიშნებათ სხვადასხვა სახის პიროვნული ცვლილება და აზროვნების არეულობა. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მძიმეა ადამიანის მდგომარეობა, შეიძლება აღინიშნოს უჩვეულოდ უცნაური ქმედებები და სირთულეები სოციალურ ინტერაქციაში, შესაბამისად პრობლემები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ფსიქოზი (როგორც ფსიქიატრიული დაავადების ნიშანი) არის ექსკლუზიურად დიაგნოზირებადი, რაც ნიშნავს, რომ ფსიქოზი არ მიიჩნევა ფსიქიატრიული დარღვევის სიმპტომად მანამ, სანამ ფსიქოზის სხვა, რელევანტური და ცნობილი შემთხვევები სათანადოდ არ არის გამორიცხული. ლაბორატორიულმა ტესტებმა უნდა გამორიცხონ ფსიქოზის სიმპტომთა გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოების დაავადებები და დაზიანებები, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ტოქსინები. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია დიაგნოზირდეს ფსიქიატრიული ავადმყოფობა. სამედიცინო წრთვნაში, ფსიქოზი, როგორც ავადმყოფობის ნიშანი, ხშირად შედარებულია ციებ-ცხელებასთან, რამდენადაც ორივეს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე სხვადასხვა არააშკარა გამომწვევი მიზეზი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]