პანტოკრატორის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანტოკრატორი
Μονή Παντοκράτορος
Pantokratoros 1.jpg
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დაქვემდებარება საბერძნეთის ეკლესია
კოორდინატები 40°17′00″ ჩ. გ. 24°15′59″ ა. გ. / 40.28333° ჩ. გ. 24.26639° ა. გ. / 40.28333; 24.26639
დაარსდა XIV საუკუნე
პანტოკრატორის მონასტერი — საბერძნეთი
პანტოკრატორის მონასტერი

პანტოკრატორის მონასტერი (ბერძნ. Μονή Παντοκράτορος) — მამათა მონასტერი ათონის მთაზე, იერარქიით მეშვიდე ადგილზე წმინდა მონასტრებს შორის. მონასტრის სახელწოდება მომდინარეობს მაცხოვრის ხატის სახელწოდებისაგან პანტოკრატორი (ბერძ.Παντοκράτωρ), რომელიც მონასტერს დაარსებისას შესწირეს. ამჟამად ეს ხატი სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ინახება.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანტოკრატორის მონასტერი იმყოფება ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძველი ქალაქის (Thyssus) ნანგრევების მახლობლად. მდებარეობს ზღვის დონიდან 50 მეტრში. მონასტერი მართხკუთხა ფორმისაა და გამაგრებულია გალავნით. ეზო ორად არის გაყოფილი: პირველში სასტუმრო კელიებია, ასევე სხვადასხვა სახელოსნოები; მეორეში კი განთავსებულია ფერიცვალების ტაძარი, სამრეკლო და სატრაპეზო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დაარსებულია ორი ძმის მიერ - ალექსი (სამხედრო წოდებით - სტრატოპედარქი) და მისი ძმა იოანე (მოსამართლე ჩინოვნიკი წოდებით - პრიმმიცერიუსი), რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ბერ-მონაზვნურ ცხოვრების წესით გავლეს და აქ ამ მონასტერში აღასრულნენ. თუმცაღა არსებობს ლეგენდა რომ მონასტერი იმპერატორ ალექსანდრე კომინის მიერ არის დაარსებულიო. პირველად მონასტერი მოიხსენიება 1358 წელს. 1362 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის კალისტე I მიერ მოხდა მონასტრის რეკონსტრუქცია. შემდგომ აქ ცხოვრობდა პატრიარქი კალისტე II, ასევე თესალონიკელი არქიეპისკოპოსები ფეონა და სიმონი.

მთავარი ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელობისაა, რომელიც მინასტერთან ერთად აშენდა. ტაძარმა სახეცვლილება განიცადა XIV საუკუნის პირველ ნახევარსა და 1854 წელში. სამრეკლო XIX საუკუნისაა. მონასტრის ტერიტორიაზე დღესდღეობით შვიდი ტაძარი მოქმედებს ხოლო მონასტრის გარეთ კიდევ სხვა შვიდი. მონასტერს ხუთი კელია უდგას კარეის რაიონში, ეკუთვნის ელია წინასწარმეტყველის სკიტა ასევე მის დაქვემდებარებაში არის მრავალი ტაძარი რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარეობს.

მონასტრის ბიბლიოთეკა 350-ზე მეტ ხელნაწერს ინახავს და დაახლოებით 3500 წიგნს. მონასტრის საძმო 15 ბერისაგან შედგება.

სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: