პამპასის ირემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პამპასის ირემი
Mule Deer on Clearwater 1.jpg
შავკუდა ირემი (Odocoileus hemionus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Odocoileus (Rafinesque, 1832)

პამპასის ირემი, ამერიკული ირემი (ლათ. Odocoileus) — წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. მოხდენილი აგებულების ცხოველებია. მათი სხეულის სიგრძეა 1,5–2 , სიმაღლე 0,8–1,1 მ, კუდი 28 სმ-მდე; მასა 145 კგ-ს აღწევს. ზურგი შეფერილია რუხ-მურადან ყვითელ-წითურამდე, მუცელი თეთრია. ცნობილია 2 სახეობა: თეთრკუდა ირემი (O. virginianus) და შავკუდა ირემი (О. hemionus); გავრცელებული არიან ამერიკაში (კანადა, აშშ, ცენტრალური ამერიკა, ბოლივია, ჩრდილოეთი ბრაზილია), თეთრკუდა აკლიმატიზირებულია ევროპაში (მ. შ. ესტონეთსა და რუსეთში), შავკუდა — ჰავაის კუნძულებზე. მამლებს დატოტვილი რქები აქვთ, დედლები საერთოდ ურქონი არიან. ბინადრობენ სხვადასხვა ჰაბიტატში (მ. შ. ანთროპოგენურ ლანდშაფტში) 2–4-სულიან ოჯახურ ჯგუფებად, ზოგჯერ (განსაკუთრებით ზამთარში) თავს იყრიან დიდ ჯოგებში. იკვებებიან მცენარეული საკვებით: ბალახით, ფოთლებით, ბუჩქების ყლორტებით, ნაყოფებით, კაკლებით, აგრეთვე სოკოებით და სხვ. იგებენ 1–4 ნუკრს. ცოცხლობენ 12–15 წელი. მრავალრიცხოვნები არიან, ზიანის მოტანა შეუძლიათ სოფლის და სატყეო მეურნეობებისათვის. სანადირო ობიექტებია (აშშ-ში — სპორტული ნადირობის), გამოიყენება მათი ხორცი, ტყავი და რქები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]