ნასხლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნასხლეტიდედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაცია, რომლის დროსაც ქანების შეფარდებითი გადაადგილება ხდება ნაპრალის შვეული ან დახრილი ზედაპირის გასწვრივ ისე, რომ ქანების ზედა, კიდული ბაგე ქვევით მოძრაობს, ქვედა ბადე კი — ზევით. ორი ან რამდენიმე ნასხლეტის კომბინაციით შეიძლება განვითარდეს გრაბენი, ჰორსტი ან ნასხლეტის საფეხურებრივი სისტემა. ნასხლეტი ვითარდება დედამიწის ქერქის გაჭიმვის პირობებში. დიდი ნასხლეტების ამპლიტუდა რამდენიმე კმ აღწევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]