პალაკადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
პალაკადი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 10°46′45″ ჩ. გ. 76°39′17″ ა. გ. / 10.77917° ჩ. გ. 76.65472° ა. გ. / 10.77917; 76.65472
დაარსდა 1861
ფართობი 26.60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 89 მეტრი
მოსახლეობა 130 955 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 491
საფოსტო ინდექსი 678001
პალაკადი — ინდოეთი
პალაკადი

პალაკადი (ინგლ. Palakkad; ასევე ცნობილი როგორც პალგჰატი; წარსულში ცნობილი როგორც პალაკატუსერი) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი ინდოეთის შტატ კერალაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული შტაბი. პალაკადი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი და მეოთხე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია კერალაში. დაარსდა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ბრიტანეთის ინდოეთის პერიოდში და პალგჰატის სახელით იყო ცნობილი. ქალაქი ცნობილია ანტიკური პალაკადის ფორტით, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. 1766 წელს ფორტი ჰაიდარ ალიმ დაიკავა და ხელახლა ააგო. ქალაქი შტატის დედაქალაქ თირუვანანტაპურამიდან 347 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

მდინარე კალპათის ჩრდილოეთით XV საუკუნის ვისვანათა სვამის ტაძარი მდებარეობს, სადაც რათოლსავამის ფესტივალი იმართება. პალაკადში მდინარე ბჰარათაპუჟა მიედინება.[1] ქალაქი მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზეა გაშენებული.[1]

ბრიტანეთის ინდოეთის პერიოდში პალაკადი სამხრეტ მალაბარის რეგიონში, მალაბარის რაიონში შედიოდა. 1866 წლის 1-ელ ნოემბერს პალაკადის მუნიციპალიტეტი შეიქმნა, კოჟიკოდეს, კანურის, ტალასერისა და ფორტ-კოჩის მუნიციპალიტეტებთან ერთად და კერალის უძველესი თანამედროვე ტიპის მუნიციპალიტეტებია.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალაკადის სახელწოდება მომდინარეობს ორი მალაიალამური სიტყვის: პალა და კატუს ნაზავიდან. პალა Alstonia scholaris-ის ადგილობრივი სახელწოდებაა, ხოლო კატუ ტყეს ნიშნავს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალაკადის ფორტი

I-IV საუკუნეში კოიამპუტურის ირგვლივ რეგიონს სანგამის ხანაში ჩერას დინასტია მართავდა. რეგიონი მალაბარის სანაპიროდან ტამილნადუსკენ მიმავალი მთავარი სავაჭრო მარშრუტისკენ გასასვლელს წარმოადგენდა.[3] ქალაქ პალაკადს პალაკადი რაჯები (Tarur Swaroopam) მართავდნენ.[4] პალაკად რაჯებს პალაკადის, ალათურისა და ჩიტურის ტალუკებზე ჰქონდათ უფლებები. ჩიტურის ტალუკი კოჩინის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.[4] რაჯების თავდაპირველი შტაბი ათავანადში, ტირურის ტალუკში, დღევანდელი მალაპურამის რაიონში მდებარეობდა.[4] ეს რეგიონი გარკვეული პერიოდით კალიკუტის ზამორინების მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული.[4]

1757 წელს კოჟიკოდეს ზამორინისგან თავდასაცავად პალაკადის რაჯამ ჰაიდარ ალის სთხოვა დახმარება.[5] 1766 წელს ჰაიდარ ალიმ კოჟიკოდეს ზამორინი, ბრიტანეთის ოსტინდოეთი კომპანიის მოკავშირე, დაამარცხა და კოჟიკოდე მის სამფლობელოს შეუერთა.[5] იმავე წელს ჰაიდარ ალიმ პალაკადის ფორტი ხელახლა ააგო.[6] კოლათუნადუ, კოტაიამი, კადათანადუ, კოჟიკოდე, ტანური, ვალუვანადი და პალაკადი მაისურის სამეფოს ნაწილი გახდა.[7] ჰაიდარ ალის ვაჟმა და მემკვიდრემ, ტიპუ სულთანმა, გააგრძელა ბრიტანეთის ოსტინოდეთის კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ანგლო-მაისურის მესამე და მეოთხე ომი მოჰყვა.[8][9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალაკადი კერალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ოფიციალური ენაა მალაიალამური ენა. ქალაქში მდინარე ბჰარათაპუჟის ორი შენაკადი: კალპათი და კანადი მიედინება. პალაკდის მრავალ კაშხალს შორის ყველაზე დიდია: მალამპუჟის კაშხალი, რომელიც ქალაქიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

პალაკადი ტირუვანანტაპურამიდან 347 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, კოიამპუტურიდან ― 50 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ტრისურიდან 66 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, კოჟიკოდედან ― 127 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქალაქი კოჩიდან 144 კმ-ში მდებარეობს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალაკადი ტროპიკული წვიმებისა და მშრალ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე ზომიერია. გამონაკლისია მარტი და აპრილი, რომლებიც ყველაზე ცხელი თვეებია. ნალექიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით, სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს. ყველაზე ნალექიანი თვე ივლისია. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენბელი 1 838 მმ-ის ტოლია.

ჰავის მონაცემები — პალაკადი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 37.6 40.0 41.4 41.8 41.2 40.4 33.6 33.8 35.8 36.2 38.0 36.6 41.8
საშუალო მაღალი °C 32.7 35.2 37.3 36.6 34.5 29.9 28.8 28.9 30.4 31.5 31.6 31.5 32.4
საშუალო დაბალი °C 22.0 22.4 24.1 25.0 24.8 23.2 22.6 23.0 23.0 23.1 23.1 22.3 23.2
რეკორდულად დაბალი °C 15.6 15.8 18.6 18.8 19.2 19.0 18.8 19.2 19.4 15.8 16.1 14.0 14.0
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 3.6 3.6 15.7 61.3 125.1 250.6 403.2 190.3 154.9 196.1 102.3 21.3 1 838
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.3 0.3 0.9 3.3 5.9 18.7 20.0 15.8 9.2 10.1 4.7 0.9 90.1
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 46 39 38 52 60 79 82 81 75 73 65 56 61
წყარო: India Meteorological Department[10][11]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიები პალაკადში
რელიგია %
ინდუიზმი
  
68%
ისლამი
  
27.9%
ქრისტიანობა
  
3.8%
სხვები
  
0.3%

2011 წლის აღწერის მიხედვით, პალაკადის მოსახლეობა 130 955 ადამიანს შეადგენს. მათგან 63 833 კაცია და 67 122 ქალი.

პალაკადის მოსახლეობის წერა-კითხვის დონე 94.2%-ს უდრის: კაცებს შორის ― 96.83%, ხოლო ქალებს შორის ― 91.73%. პალაკადის მეტროპოლიურ ტერიტორიის მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებელი 92.14%-ის ტოლია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე მაღალია.[12]

ინდუიზმის მიმდევრები მოსახლეობის 68%-ს (89 098 ადამიანი) შეადგენენ, მუსლიმანები ― 27.9%-ს (36 620 ადამიანი), ქრისტიანები ― 3.8%-ს (5 006 ადამიანი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (2011) DISTRICT CENSUS HANDBOOK PALAKKAD - 2011 (Part XII-B). Thiruvananthapuram: Directorate of Census Operations, Kerala. 
  2. A. Sreedhara Menon (1978). Kerala Samskāram. DC Books, გვ. 237. ISBN 9788126415854. 
  3. Subramanian, T. S (28 January 2007). „Roman connection in Tamil Nadu“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 September 2013. ციტირების თარიღი: 28 October 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Shreedhara Menon, A (2007). 'Kerala Charitram. Kottayam: DC Books, გვ. 200–201. ISBN 9788126415885. 
  5. 5.0 5.1 K. V. Krishna Iyer (1938), Zamorins of Calicut: From the earliest times to AD 1806, Norman Printing Bureau, Kozhikode, https://archive.org/details/in.gov.ignca.3379
  6. A Survey of Kerala History, A. Shreedhara Menon
  7. Raghunath Rai. History. FK Publications, გვ. 14–. ISBN 978-81-87139-69-0. 
  8. (22 June 2010) South Indian Paintings: A Catalogue of the British Museum Collection. Mapin Publishing Pvt Ltd, გვ. 12–. ISBN 978-0-7141-2424-7. 
  9. The Pearson CSAT Manual 2011. Pearson Education India, გვ. 99. ISBN 978-81-317-5830-4. 
  10. Station: Palakkad (Palghat) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 581–582. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 29 February 2020
  11. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 29 February 2020
  12. "Palakkad Urban Region". Census2011.co.in. Retrieved 4 September 2015.