ოჩოფეხა
Jump to navigation
Jump to search
ოჩოფეხა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Himantopus himantopus | ||||||||||
|
ოჩოფეხა (Himantopus himantopus) — ფრინველთა მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. აქვს გრძელი ნისკარტი და მაღალი წითელი ფეხები. ზურგი, კეფა, კისრის უკანა მხარე და ნისკარტი შავი, თეთრი მუცელი. კოსმოპოლიტური ფორმაა — გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას. ოჩოფეხა ბინადრობს ზღვებისა და ტბების ქვიშნარ ნაპირებზე. ბუდობს კოლონიებად. მაისში დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს 25 დღე-ღამე. ოჩოფეხა იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით, თევზებისა და ბაყაყების ქვირითით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 623, თბ., 1984 წელი.