ოქროსფერი ქერცლოვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროსფერი ქერცლოვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  სტროფარიასებრნი
გვარი:  ქერცლოვანა
სახეობა:  ოქროსფერი ქერცლოვანა
ლათინური სახელი
Pholiota aurivella (Batsch) P. Kumm, (1871)

ოქროსფერი ქერცლოვანა (ლათ. Pholiota aurivella) — ქერცლოვანას გვარის სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას.

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. იზრდება ჯგუფებად დამპალ და ცოცხალ ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ავგუსტ ბაჩმა 1786 წელს როგორც Agaricus aurivellus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა პაულ კუმერმა 1871 წელს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 15 სმ, ხორციანი, წებოვანი, ზოგჯერ სრიალა,[1][2] გაშრობისას პრიალა, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდგომში რამდენადმე ბრტყელი, ზედაპირი დაფარულია მურა ქერცლებით, შუაში ხშირად ბორცვაკით. კიდეები ბოჭკოვან-ქერცლოვანია. ნორჩობაში კიდეებთან გააჩნია კერძო საბურველის ნარჩენები, რომელიც წვიმის შემდეგ სცილდება. ოქროსფერ-ყვითელი ან მურა-ყვითელია.[3]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი, განიერი. თავიდან მოყვითალოა, შემოდგომში — ყავისფერ-მურა.

ფეხის სიგრძე — 7-10 სმ, სისქე — 1.5 სმ, ქერცლოვანი ზედაპირით, ყვითელი, ახასიათებს ბოჭკოვანი საყელო, რომელიც მალევე ქვრება.

რბილობი — მოთეთროა, გადატეხვისას მოყვითალო-მურა ფერს იღებს, განსაკუთრებული სუნის გარეშე.

სპორები — ელიფსისებრი. ანაბეჭდი — ყავისფერ-ჟანგისფერი, გლუვი,[1] 8-9x5-6 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას (განსაკუთრებით კანადას), ჩრდილოეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას.[4][5]

საპროტროფი და პარაზიტია.[6] იზრდება ჯგუფებად დამპალ და ცოცხალ ფოთლოვან (უპირატესად ევროპულ წიფელზე), იშვიათად წიწვოვან ხეებზე. სოკო უმეტასად გავრცელებულია ბარში, ვიდრე მაღალ მთიან ადგილებში.[7]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა.[8] ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[9][10][11] ერთი წყარო კი იტყობინება, რომ სოკო შეიცავს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას.[12]

გამოიყენება ახალი და დამარინადებული. აგრეთვე იხმარება სოკოებისაგან მომზადეულ შერეულ კერძებშიც.[13]

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hemipholiota populnea — იზრდება უპირატესად ვერხვზე, ნაყოფსხეული მასიურია. გააჩნია მსხვილი მოთეთრო ქერცლები.
  • Pholiota lucifera — ზომით პატარაა, ღია ფერის.
  • Pholiota astragalina — იზრდება მთებში ფოთლოვან ხეებზე, გააჩნია მცირე ზომის ქუდი და უფრო გრძელი ფეხი, ხოლო დაზიანების შემდეგ რბილობი მუქდება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 174, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Barbara Gumińska, Władysław Wojewoda, Grzyby i ich oznaczanie, Warszawa: PWRiL, 1985, ISBN 83-09-00714-0.
  2. Łuskwiak złotawy. Grzybland. ციტირების თარიღი: 2013-03-25.
  3. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 38
  4. Species: Pholiota aurivella. The Hidden Forest. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  5. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-15.
  6. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
  7. Ewald Gerhardt: BLV Handbuch Pilze. 4. Auflage. BLV, München 2006, ISBN 3-8354-0053-3, S. 640 Seiten.
  8. Alina Skirgiełło, Nasze grzyby, 1990.
  9. Arora, David (1986). Mushrooms Demystified. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 390–1. ISBN 0898151694. 
  10. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. ISBN 978-1-55407-651-2. 
  11. Bessette, Alan E. (1997). Mushrooms of Northeastern North America. Syracuse, New York: Syracuse University Press. ISBN 0815603886. 
  12. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide. p. 265. ISBN 978-0-7627-3109-1.
  13. Ewald Gerhardt: Pilze. Treffsicher bestimmen mit dem 3er-Check. BLV, München 2004, ISBN 3-405-16128-2 (238 Seiten).