ოსკარის ოაზისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოსკარის ოაზისი
Oscar's Oasis poster.jpg
ჟანრი კომედია
სცენარი სილვენ ბოიდო, ტაე-სიკ შინი
რეჟისორი დევიდ გარსია, არტურ კვაკი, ტაე-სიკ შინი და სხვ.
კომპოზიტორ(ებ)ი ლე შანტიე
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
სეზონი 1
ეპიზოდი 78
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი პერინ გოტიე
ხანგრძლივობა დაახლ. 7 წთ.
დისტრიბუტორი Cake Distribution
ეთერი
ჩვენების ფორმატი HDTV 1080p
პირველად ეთერში 4 სექტემბერი, 2010

„ოსკარის ოაზისი“ (ინგლ. Oscar's Oasis, ფრანგ. Oscar & Co, ესპ. Oscar y la empresa) — ფრანგულ-ესპანურ-სამხრეთ კორეული ანიმაციური სერიალი 3D ფორმატში ყურების შესაძლებლობით. შეიქმნა კომპანიების Tuba Entertaintment, Synergy Media, Cake Entertaintment თანამშრომლობითა და არხ TF1-ის მხარდაჭერით, Channel Asia-ის ორიგინალური იდეის საფუძველზე.[1] უმთავრესად რეჟისორები იყვნენ დევიდ გარსია და ტაე-სიკ შინი.

თავდაპირველად სერიალს ერქვა Ooohhh Asis და მოიცავდა 7 ცალ წუთნახევრიან ეპიზოდს, რომლებიც TF1-ზე გადაიცემოდა 2008 წლის 26 მარტიდან.[2][3] ანიმაციური სერიალის პრემიერა 2010 წლის 4 სექტემბერს (სხვა წყაროთი 29 აგვისტოს) შედგა ფრანგულ ტელეარხ Canal+-ზე.[4] 2010 წლის სექტემბრისთვის გამოსული იყო სერიალის ყელა ეპიზოდი, რომელთა ხანგრძლივობა 7 წუთს არ აღემატება. ეპიზოდების საერთო რაოდენობაა 78.[5] 2011 წლის გვიანი ზაფხულიდან ფართოდ გავრცელდა TF1-ის მეშვეობით.[3][4] ამავე წლის ივლისში გამოვიდა Nintendo 3DS-ზე 3D ფორმატში.[6]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მთავარი გმირია ოსკარი — კეთილშობილი ხვლიკი, რომელიც იმყოფება უდაბნოს პირობებში და მუდმივად წყლისა და საკვების ძებნაშია. არსებული ვითარებების გამო იგი ხვდება მრავალ უსიამოვნო სიტუაციაში თავხედ სამეულთან — ტერიტორიის სხვა მცხოვრებლებთან: მელა სახელად პოპი, ფასკუნჯი სახელად ბაკი და აფთარი სახელად ჰარჩი. ისინი მიტოვებული კემპინგის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ნახევრადგანადგურებულ სკოლის ავტობუსში. ოსკარის გამოჩენისთანავე მათ სურთ მისი მოშრება. თუმცა ოსკარიც არ რჩება ვალში — ხშირად პარავს მათ საკვებს და წყალს. სერიალის მთავარი სიუჟეტებია ამ სამეულისა და ოსკარის შეტაკებები, ხვლიკის დევნა უდაბნოში თვითნაკეთი მოძრავი ხელსაწყოებით და სხვადასხვა კომიკური სიტუაცია, რომელშიც მთავარი პერსონაჟები ვარდებიან. პერიოდულად, უნებურად ამ სიტუაციებში ერთვებიან ქათმები, ნიანგები, სატვირთო მანქანის მძინარა პატრონი მანოლო და მისი ძაღლი — ამ მანქანის მძღოლი როკო, აგრეთვე ამ ტერიტორიის სხვა მაცხოვრებლებიც.

სერიალის თავისებურებები და ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორთა ჩანაფიქრით, სერიალის მთავარი ადგილმდებარეობა მზისგან დამწვარი უდაბნოა. მის კომპონენტებად გამოყენებულია საჰარის, სიკვდილის ველისა და დიდი კანიონის თაცისებურებები. მოცემული ტერიტორიის უჩვეულო მაცხოვრებლებს წარმოადგენენ ქათმები, და კლდეების ნაპრალებში არსებული წყალსატევების ბინადარი ნიანგები. ანიმაციაში არ არის დიალოგი. პერსონაჟთა ურთიერთობა სხვადასხვა შორისდებულების, ჟესტებისა და მზერის მეშვეობით მიმდინარეობს. ამით შესაძლებლობას იძლევა, რომ სერიალს უყუროს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებმა თარგმანის გარეშე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oscar's Oasis THE HEAT IS ON. Cake Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-12. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  2. Des News de l'anim - No 16 French. Syndicat des Producteurs de Films d'Animation (March 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 28 September 2016.
  3. 3.0 3.1 Pickard, Christopher (16 June 2015). „TeamTO AT 10: A Timeline“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 28 September 2016.
  4. 4.0 4.1 Oscar & Co French. TeamTO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 28 September 2016.
  5. Oscar's Oasis. Cake Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 28 September 2016.
  6. „Download the free Nintendo Video application, only for Nintendo 3DS“ (პრეს-რელიზი). Nintendo. 11 July 2011. ციტირების თარიღი: 28 September 2016.