მარიამსაკმელა
იერსახე
მარიამსაკმელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Peganum harmala | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Peganum | ||||||||||||
|
მარიამსაკმელა (ლათ. Peganum) — მცენარეთა გვარი ორყურასებრთა ოჯახისა. ზოგიერთი ეკუთვნის მარიამსაკმელასებრთა (ლათ. Peganaceae) ოჯახს. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ აღმავალი ან წამოწეული მღავალი ღერო, ხაზურად განკვეთილი ფოთლები, ყვითელი ყვავილები, სამსაგდულიანი და მარავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი.
აერთიანებს 6 სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილსა და მექსიკის ზეგანზე. საქართველოში 1 სახეობაა — ლათ. Peganum harmala; იზრდება მშრალ და დამლაშებულ ადგილებზე — ველებზე, ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ზოგჯერ რუდერალურ ადგილსამყოფელზეც.
მისი თესლიდან იღებენ მოწითალო-მოვარდისფრო საღებავს შალეულისა და აბრეშუმის ქსოვილებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 440.