ორმაგი ჭეშმარიტება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორმაგი ჭეშმარიტება, შუა საუკუნეების ფილოსოფიური თეორია, რომელიც ცდილობდა დასაბუთებულ ცოდნასა (ფილოსოფია და მეცნიერება) გაბატონებულ რელიგიურ დოგმატიკას შორის წინააღმდეგობა მოერიგებინა ცოდნისა და რწმენის ინტერესთა განსხვავების საფუძველზე. იგი ამტკიცებდა ორი ურთიერთგამომრიცხავი ჭეშმარიტების შესაძლებლობას. ეს თეორია ევროპაში იბნ რუშდის შრომებიდან გახდა ცნობილი. ორმაგი ჭეშმარიტება დაუპირისპირდა სქოლასტიკის ძირითად პრინციპს იმის შესახებ, რომ ფილოსოფია თეოლოგიის მსახურია, და ხელი შეუწყო რენესანსის იდეების გამარჯვებას. ორმაგი ჭეშმარიტებას ებრძოდნენ რეალისტები (ალბერტ დიდი და თომა აკვინელი), იცავდნენ ნომინალისტები (იოანე დუნს სკოტუსი და უილიამ ოკამი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 580, თბ., 1984