ონოსმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონოსმა

უმარტივესი ონოსმა (O. simplicissima)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ონოსმა
ლათინური სახელი
Onosma L., 1762
სინონიმები

ონოსმა (ლათ. Onosma) — მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი უხეშბეწვიანი ბალახები ან ნახევრად ბუჩქებია მთლიანი წაგრძელებული ან ხაზურ-ლანცეტა მჯდომარე ფოთლებით. ყვავილები მილისებრ-გურზისებრია, მოთეთრო ან ყვითელი, იშვიათად ცისფერი ან იისფერი (დაყვავილების შემდეგ ვარდისფერი ან მურა ხდება), შეკრებილია მრავალყვავილიან ხვეულა ყვავილედებში. ნაყოფი მომრგვალო-სამწახნაგა კაკლუჭაა. ცნობილია დაახლოებით 150 სახეობა. უპირატესად გავრცელებული არიან ხმელთაშუაზღვისპირეთის, დასავლეთ და შუა აზიის მშრალ ოლქებში დასავლეთ ჩინეთამდე.[1] საქართველოში გვხვდება რამდენიმე სახეობა, მათ შორის: O. caucasica, O. tenuiflora,[2] O. armeniaca,[3] O. taurica,[4] O. echioides. სუბსტრატების იშვიათი სახეობებისადმი დაკავშირებულობა განაპირობებს ონოსმას რამდენიმე რასის არსებობას. სამკურნალო, საკვები (ცხვისა და მსხვილი რქოსანი საქონლისთვის) და თაფლოვანი მცენარეებია. უმარტივესი ონოსმა (O. simplicissima) გამოიყენებოდა როგორც საღებავი მცენარე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Раенко Л. М. Оносма // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 213.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 112–114.
  3. თბილისის ქარის ელექტროსადგურის პროექტი: სკოპინგის ანგარიში. კავკასიის ქარის კომპანია. mepa.gov.ge (2019). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2021
  4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის მე-1 კმ-ზე მდ. ქვაბლიანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოების პროექტის სკოპინგის ანგარიში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი. mepa.gov.ge (2019). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2021