ონანა მდივანი
იერსახე
| ონანა მდივანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 1657[1] ან 1658 |
| გარდაცვალების თარიღი | 1728[1] |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
| საქმიანობა | პოეტი[1] |
ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა გიორგის ძე ქობულაშვილი) (დ. 1757/1758 — გ. 1728, მოსკოვი) — ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე.
აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა „ბარამგულიჯანიანი“, დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე.
ონანა მდივანმა გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი „ქილილა და დამანას“ პოეტური ფრაგმენტები. 1726-იდან მოსკოვში ცხოვრობდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 531.
- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.