ბარამგულიჯანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბარამგულიჯანიანი (უწოდებენ „მცირე ბარამიანსაც“) — XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურული ძეგლი. პოეტ ონანა მდივანს ბარამისა და გულიჯანის სამიჯნურო თავგადასავალი 1726 წელს ასტრახანში გაულექსავს. პროზაულ ბოლოსიტყვაში ავტორი გვამცნობს — ეს თხზულება სპარსულად დაუწერია ჩუბინ ბრძენს, თემით ქირმანელს, შემდეგ პროზით უთარგმნიათ ქართულად, მე კი მხოლოდ ლექსად გავაწყეო. არც ერთის, არც მეორის დამადასტურებელი წყარო ჩანს. მკვლევრები ცდილობდნენ ჩუბინ ქირმანელის დაკავშირებას ხაჯუ ბენ ქირმანელთან (XIV ს.). ამ გარემოებამ, აგრეთვე ბარამგულიჯანიანის დიდმა სიუჟეტურმა და მხატვრულმა მსგავსებამ „ვეფხისტყაოსანთან“,ზოგ მკვლევარს აფიქრებინა, რომ ეს ბოლოსიტყვა ლიტერატურულ ფიქციას წარმოადგენს, ხოლო თავად პოემა ონანას ორიგინალური ნაწარმოებია, რუსთველის დიდი ზეგავლენით შექმნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, „განათლება“, 1984. — გვ. 47.