ომარ გოგია
იერსახე
ომარ ათანასეს ძე გოგია (დ. 25 ივნისი, 1940, სოფ. ლეძაძამე, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიციის გენერალ-მაიორი (2003).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წელს დაამთავრა სტავროპოლის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროეკონომიური ფაკულტეტი. 1999–2001 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2001-2002 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 2002–2004 წლებში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა (2000) და ღირსების (1999) ორდენებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 60.