ოლღა ოკუჯავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლღა ოკუჯავა
დაბადების თარიღი 1888
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 11 სექტემბერი, 1941
მედვედის ტყე, ორიოლის ოლქი, რსფსრ
გარდაცვალების მიზეზი დახვრეტა
ეროვნება ქართველი
მეუღლე(ები) გალაკტიონ ტაბიძე

ოლღა სტეფანეს ასული ოკუჯავა (დ. 1888, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 1941, მედვედის ტყე, ორიოლის ოლქი, რსფსრ) — გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე 1916–1941 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა, 1919 წ., ქუთაისი

ოლღა ოკუჯავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში, სტეფანე ოკუჯავისა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა — მიხეილი, ნიკოლოზი და შალვა. უკანასკნელი იყო ცნობილი საბჭოთა პოეტისა და მუსიკოსის ბულატ ოკუჯავას მამა.

1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, სწორედ მაშინ გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე. 1913 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში[1]. 1916 წლის 23 აგვისტოს გალაკტიონი და ოლღა დაქორწინდნენ[2], და იმწელსვე სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრნენ. ცნობილია, რომ მოსკოვში ოლღა ოკუჯავა გახდა პარტიის წევრი.

1929 წელს ოლღა ბრალდებულ იქნა ტროცკიზმში, მიესაჯა გადასახლება სამი წლის ვადით, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა და საქართველოში 1932 წელს დაბრუნდა[3]. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს[4], დეპორტირებულია ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა.

1941 წლის სექტემბერი სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში[5].

1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]