სიკვდილით დასჯა


სიკვდილით დასჯა — სასჯელის უმაღლესი ზომა — ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გათვალისწინებულია კანონით ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. XX საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.[1]
ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ, უფრო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის, აგრეთვე მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისათვის, მეკობრეობისათვის. გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, სიკვდილით დასჯა „მრავალჯერ“ პარვისთვისაც ყოფილა დაწესებული. სიკვდილით დასჯის სხვადასხვა ფორმით სრულდებოდა: ჩამოხრჩობა, მოშთობა, კლდიდან გადმოგდება, ცეცხლზე დაწვა.[2]
სიკვდილით დასჯა სხვადასხვა ქვეუნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელარუსში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგროში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა 1753-1754 წლებში, მაგრამ მალევე აღდგა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა სახელმწიფო, სამხედრო და სხვა დანაშაულებების გამო. განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ მას 1860-იან წლებში.
საფრანგეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთში სისხლის სამართლის დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა XIX საუკუნის ბოლომდე სრულდებოდა საჯაროდ, გამოიყენებოდა გილიოტინა.
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სიკვდილით დასჯა – ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ გამყრელიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 336.