შინაარსზე გადასვლა

ოლღა დოლიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლღა დოლიძე (დ. 24 მარტი, 1904 — გ. 24 მაისი, 1990) — ქართველი ესტრადისა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1956).

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1920 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა დიდუბის რკინიგზის კლუბში.ოლღა დოლიძე აქტიურად გამოდიოდა აგრეთვე ავჭალის აუდიტორიისა და თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბის წარმოდგენებში. ის 1921-1923 წლებში ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1932-1936 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1936-1944 წლებში კვლავ დაბრუნდა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობად.

1931 წლიდან დოლიძე აქტიურად გამოდიოდა ესტრადაზე, ის კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ასევე სსრკ სხვა ქალაქებში. ოლღა დოლიძემ მართლაც, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

ოლღა დოლიძის მიერ თეატრებში შესრულებულ როლებს შორის გამორჩეული და აღსანიშნავია: ფოფოდია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“), მარიკა (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), პარასკევა (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“), მიქაელა (მდივნის „ალკაზარი“), ბიჭუნა (ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“), კაროჟნა („შემოდგომის აზნაურები“, დავით კლდიაშვილის მიხედვით), გალჩიხა (ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა. ოლღა დოლიძის ერთ-ერთი გამორჩეული როლია ასევე, ნანა სპექტაკლიდან „გმირთა თაობა“, რომელიც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე შეასრულა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ოლღა დოლიძის მიერ შესრულებული ფელეტონები და სკეტჩები, რომლებიც ატარებდა უაღრესად მძაფრ პოლიტიკურ და სოციალურ შინაარსს - მათში სწორედ და ნათლად მხილდებოდა ადამიანთა მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ნაკლოვანებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ოლღა დოლიძეს ჰქონდა გარდასახვის შესანიშნავი უნარი, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა და მოქალაქეობრივი პათოსი, რომლის გამოც იგი ძალზედ პოპულარული იყო, იმ დროს კერძოდ 40-იანი წლების ქართულ ესტრადაზე მოღვაწე სახეებიდან. თითოეულ როლს ოლღა დოლიძე ასრულებდა ბუნებრივი სისადავით, მას ჰქონდა გამორჩეული მკაფიო მეტყველება და შესანიშნავი სასცენო გარეგნობა.

აღსანიშნავია, რომ ესტრადის მსახიობთა პირველ საკავშირო კონკურსზე დოლიძის წარმატება (არკადი რაიკინთან და ვასო გოძიაშვილთან ერთად) იმდროისთვის ქართული საესტრადო ხელოვნების ნამდვილი აღმოჩენა, დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. სწორედ ამ დიდმა მიღწევამ, შემდგომში საკმაოდ გამორჩეული და დიდი როლი ითამაშა ქართული სასტრადო ხელოვნების განვითარებაში.

ოლღა დოლიძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის 1956 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება[1]. ის იყო ქართული საბალეტო დასის ნამდვილი კორიფე.

გარდაიცვალა 1990 წელს, 86 წლის ასაკში.

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლღა_დოლიძე“-დან