ოლენა შულიაკი
ოლენა შულიაკი | |
პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 ნოემბერი, 2021 |
წინამორბედი | ოლექსანდრ კორნიენკო |
უკრაინის უმაღლესი რადას IX მოწვევის სახალხო დეპუტატი | |
დაბადებული | 24 იანვარი, 1976 კიევი, უსსრ |
ოლენა შულიაკი (დ.24 იანვარი, 1976, კიევი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი.[1] უკრაინის უმაღლესი რადას IX მოწვევის სახალხო დეპუტატი. 2021 წლის 15 ნოემბრიდან პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე. 2019 წლის 15 ნოემბრიდან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი უკრაინის უმაღლეს რადაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლენა შულიაკი დაიბადა 1976 წლის 24 იანვარს, კიევში.
წარჩინებით დაამთავრა ეროვნული ტრანსპორტის უნივერსიტეტი, სპეციალობით „ეკონომიკა და მენეჯმენტი მშენებლობაში“; საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტში მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ხოლო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში დაეუფლა ფსიქოლოგიას. 1999 წლიდან ფლობს აუდიტორის სერტიფიკატს. 2000-დან 2006 წლებში მუშაობდა უკრაინაში ფინანსურ-ინდუსტრიული ჯგუფის „Midland Group“ ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის აუდიტისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორად. 2005-დან 2007 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ექსპრეს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. 2007-დან 2014 წლამდე ეკავა კომპანია „Midland Development Ukraine-ის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა.[2]
2014 2015 წლამდე იgi ხელმძღვანელობდა უკრაინის სამშენებლო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს. 2017 წლის ოქტომბერში გახდა შპს „კრეატორის“ თანადამფუძნებელი. 1999-დან 2000-მდე და 2018 წლიდან არის აუდიტორული ფირმა „სტანდარტის“ ხელმძღვანელი და მფლობელი.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Young Presidents' Organization-ის“ უკრაინის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი ფინანსების მიმართულებით. არჩევნების მიმდინარეობისას იყო შპს „მიდლანდ დეველოპმენტ უკრაინას“ გენერალური დირექტორი.
პოლიტიკური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს იყო კიევის საკრებულოს კანდიდატი პარტია დემოკრატიული ალიანსიდან, სიის მეხუთე ნომრად. 2015 წლის აპრილში წარდგენილი იყო სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო პარტია „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატობის კანდიდატი, სიაში მე-13 ნომრად. არჩევნებში მოპოვებული წარმატების შემდეგ გახდა ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. უზენაესი რადას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ურბანული დაგეგმარების საკითხებში.
ამჟამად არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ხალხი მნიშვნელოვანია“ წევრი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეფექტური რეგულირების ოფისის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და მშენებლობის სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და ინიციატივის „საკადრო რეზერვი“ კოორდინატორი. 2021 წლის 15 ნოემბერს კი სათავეში ჩაუდგა პარტიას „ხალხის მსახური“.[3]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წელს სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული და საგანმანათლებლო განვითარებისთვის, მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, მნიშვნელოვანი შრომითი მიღწევებისთვისა და ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა პრინცესა ოლგას მესამე ხარისხის ორდენი.[4]