ოლეანდრე
იერსახე
| ოლეანდრე | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Nerium oleander | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Nerium | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 202961 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ოლეანდრე (ლათ. Nerium) — მცენარის გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მარადმწავანე მაღალი ბუჩქი ან დაბალი ხეა.
მისი 3 სახეობა იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სუბტროპიკულ აზიაში. სამივე დეკორატიულია. საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ოლეანდრე (Nerium oleander). აგრეთვე არის გაშენებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე; კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში.
აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში სიცივისა და სიმშრალისაგან ზიანდება და გადაქცეულია ოთახის მცენარედ. მთელი მცენარე შხამიანია, შეიცავს გლიკოზიდებს — ოლეანდრინს, კორნერინს და სხვა ნივთიერებებს.
ოლეანდრის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 518.
