კატრინა (ქარიშხალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს David1010.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2016 წლის 10 აპრილი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

კატრინა
კატეგორია 5 ძირითადი ქარიშხალი (SSHWS/NWS)
Hurricane Katrina August 28 2005 NASA.jpg
ქარიშხალი კატრინა სიძლიერის პიკზე
28 აგვისტო, 2005
ჩამოყალიბდა 23 აგვისტო, 2005
გაიფანტა 31 აგვისტო, 2005[1]
(ექსტრატროპიკული 30 აგვისტო, 2005-ის შემდეგ)
უძლიერესი ქარები 1-წუთიანი მდგრადობა:
280 კმ/სთ
დაბალი წნევა 902 მბარი (ჰპა); 26.64 ვსდუ
მსხვერპლი 1245–1836
ზიანი $108 მილიარდი (2005 USD)
(ძვირადღირებულის ჩანაწერები[2])
დაზარალებული
ტერიტორიები
ბაჰამის კუნძულები, სამხრეთი ფლორიდა, კუბა, ლუიზიანა (განსაკუთრებით დიდი ახალი ორლეანი), მისისიპი, ალბამა, ფლორიდა პენჰენდლი, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი

კატრინა (ინგლ. Hurricane Katrina) — ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც 2005 წლის აგვისტოში თავს დაატყდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. 2005 წლის ქარიშხლების სეზონზე კატრინა რიგით მეხუთე ქარიშხალი იყო. საერთო ჯამში ქარიშხალსა და მის თანმდევ წყალდიდობებს 1245 ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ის 1928 წლის ქარიშხალ ოკიჩობის შემდეგ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტან ქარიშხლად ითვლება. სტიქიისგან მიყენებული ზარალის საერთო ოდენობა 108 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული (2005 წელი)[1], რაც 4-ჯერ აღემატებოდა 1992 წელს ქარიშხალ ენდრიუს მიერ მიყენებულ ზარალს[3].

ქარიშხალი კატრინა, 23 აგვისტოს ბაჰამის კუნძულების თავზე, ტროპიკული ტალღისა და მეათე ტროპიკული დეპრესიის ნარჩენების ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბდა. მეორე დღის დილას, ახალი დეპრესია ტროპიკულ შტორმ კარტინაში გადაიზარდა. ციკლონი ძირითადად დასავლეთით, ფლორიდისკენ დაიძრა და 25 აგვისტოს ჰელენდეილ-ბიჩსა და ავენტურასთან ხმელეთზე შესვლამდე ორი საათით ადრე ქარიშხლად გადაიქცა. შემდეგ მცირე დროით შესუსტებისა და ტროპიკული შტორმის ნიშნულამდე ჩამოსვლის შემდეგ, 26 აგვისტოს კატრინა მექსიკის ყურეში გაჩნდა და სწრაფად დაიწყო გაღრმავება. მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე შტორმი მე-5 კატეგორიის ქარიშხალში გადაიზარდა, მაგრამ 29 აგვისტოს ლუიზიანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხმელეთზე შესვლამდე მისი ძალა მე-3 კატეგორიამდე შემცირდა.

კატრინამ დიდი ნგრევა გამოიწვია ყურის მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ, ცენტრალური ფლორიდიდან ტეხასამდე, რაც უმთავრესად შტორმული მოქცევებითა და ჯებირების არარსებობით იყო გამოწვეული. სერიოზული ზიანი მიადგა მდინარე მისისიპის ნაპირებზე გაშენებულ ქალაქებს; მათი 90%-ზე მეტი ნაწილი დაიტბორა. ნავები და კაზინოს ბარჟები შენობებს ეჯახებოდნენ, ხოლო მანქანები და სახლები წყალს ხმელეთის სიღრმეში შეჰქონდა; წყალი სანაპიროდან ხმელეთზე 10-19 კმ-მდე სიღრმეში შევიდა.

განვითარებული მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიშხალმა ფორმირება დაიწყო 2005 წლის 23 აგვისტოს ბაჰამის კუნძულებთან ახლოს. მანამ სანამ ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდებოდა მისი საშიშროების დონე მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა (საფირ-სიმპსონის ქარიშხლების სკალით), 12 საათით ადრე მანამ ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდა მისი საშიშროების დონე მე-4 კატეგორიამდე დავარდა.

2005 წლის 27 აგვისტოს გაიარა ფლორიდის სანაპიროები, საიდანაც გადაუხვია მექსიკის ყურისაკენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ლუიზიანას, მისისიპის, ალაბამისა და ფლორიდის შტატები გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონებად. 2005 წლის აგვისტოს ბოლოს გამოცხადდა ახალი ორლეანის აუცილებელი ევაკუაცია[4].

2005 წლის 29 აგვისტოს კატრინამ მიაღწია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს. მისი მოქმედების ზონაში მოექცნენ ლუიზიანას, ჯორჯიის, მისისიპისა და ალაბამის შტატები. როდესაც დატრიალდა კატასტროფა დაზარალებულ მხარეებში დაიწყო მასობრივი არეულობა. დაფიქსირდა ადამიანთა ასობით მსხვერპლი, მრავალი ადამიანი გაუჩინარდა, ახალი ორლეანი წყლის ქვეშ მოექცა, დაიწყო მოროდიორობა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათები:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 თარგი:Cite report
  2. თარგი:Cite report
  3. თარგი:Cite report
  4. (2005) „The chaos of evacuation“. National Geographic Special edition: Katrina: გვ. 80-81. წაკითხვის თარიღი: 2007-03-24.