ოკავანგო
ოკავანგო ინგლ. Okavango River | |
---|---|
ქვეყანა | ანგოლა, ნამიბია, ბოტსვანა |
სათავე | 12°39′14″ ს. გ. 16°07′38″ ა. გ. / 12.65389° ს. გ. 16.12722° ა. გ. |
შესართავი | 18°41′02″ ს. გ. 22°10′25″ ა. გ. / 18.68389° ს. გ. 22.17361° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ოკავანგოს დელტის ადგილმდებარეობა კალაჰარის უდაბნოში |
სიგრძე | 1700 კმ |
აუზის ფართობი | 530 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ოკავანგო ვიკისაწყობში |
ოკავანგო (ანგოლის ტერიტორიაზე კუბანგო) (ინგლ. Okavango River) — მდინარე აფრიკის სამხრეთ-დასავლეთში. სიგრძის მიხედვით მეოთხე მდინარის სისტემაა სამხრეთ აფრიკაში. მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. სიგრძე — 1700 კმ. წყლის საშუალო ხარჯი — 475 მ³/წმ. სათავეს იღებს ანგოლაში, სადაც მას ეძახიან კუბანგოს. სამხრეთით მასზე გადის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული ნაწილი ანგოლასა და ნამიბიას შორის, რის შემდეგაც მიედინება ბოტსვანის ტერიტორიაზე.
ბოტსვანის ტერიტორიაზე შემოსვლამდე წინაღობების გამო, რომელიც ცნობილია როგორც პოპის ჩანჩქერები, მდინარის წყლის დონე ეცემა 4 მეტრით[1].
ოკავანგო არ უერთდება არც ზღვას და არც ტბას. იგი, იკლაკნება მრავალრიცხოვანი არხების ლაბირინთებით, აორთქლებისას კარგავს წყლის 95 %-ს და იკარგება ჭაობებში კალაჰარის უდაბნოს ჩრდილო-დასავლეთში. ამ ადგილს, როგორც წესი ეძახიან ოკავანგოს დელტას (ოკავანგოს ჭაობები), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარის დელტაა, ფართობით 15 000 კმ².
იშვიათად საკმაოდ წვიმიან პერიოდებში მდინარის წყლის ნაწილი ავსებს ნგამის ტბას. ძლიერი წყალდიდობების წლებში (საშუალოდ ერთჯერ 15-20 წელიწადში) აღწევს მლაშობ ნიადაგიან ქვაბულ — მაკგადიკგადამდე, სადაც რამდენიმე ათასი წლის წინ იყო დიდი ტბა[2].
ოკავანგოს აუზში მდებარეობს მორემის ნაკრძალი (ბოტსვანაში), რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ველური ბუნებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Okavango River: the Flow of a Lifeline
- Safari in the Delta დაარქივებული 2007-06-02 საიტზე Wayback Machine.
- Map of the Okavango River basin at Water Resources eAtlas დაარქივებული 2012-08-13 საიტზე Wayback Machine.
- Map of the Okavango Delta at RhinoAfrica
- OKACOM Homepage
- OKACOM's EPSMO Project დაარქივებული 2015-09-21 საიტზე Wayback Machine.
- Botswana destinations დაარქივებული 2011-09-22 საიტზე Wayback Machine.
- Okavango river
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Siyabona Africa Travel (Pty) Ltd, "Popa Falls | Okavango River | Botswana" webpage: TravelZA-PopaFalls[მკვდარი ბმული]
- ↑ C. Michael Hogan (2008) Makgadikgadi, The Megalithic Portal, ed. A. Burnham [1]