ოიამა ივაო
იოამა ივაო | |
---|---|
大山 巌 | |
![]() | |
ეროვნება | იაპონელი |
დაბადების თარიღი | 12 ნოემბერი, 1842 |
დაბადების ადგილი | საცუმის სამთავრო, იაპონია |
გარდაცვალების თარიღი | 10 დეკემბერი, 1916 (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო, იაპონია |
კუთვნილება |
![]() |
ჯარის სახეობა |
![]() |
სამხედრო სამსახურის წლები | 1871 — 1914 |
წოდება | ფელდმარშალი |
ბრძოლები/ომები |
ბოსინის ომი საცუმას აჯანყება ჩინეთ-იაპონიის პირველი ომი რუსეთ-იაპონიის ომი |
ოიამა ივაო (დ. 10 ოქტომბერი 1842, საცუმის სამთავრო, ახლანდელი კაგოსიმის პრეფექტურა — გ. 10 დეკემბერი 1916, ფუკუოკის პრეფექტურა) — პრინცი (1905-იდან), იაპონიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მარშალი (1898). ბურჟუაზიული რევოლუციის (1867–1868) შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიის თანამედროვე ტიპის არმიის შექმნაში. 1871–1874 მიიღო სამხედრო განათლება საფრანგეთსა და შვეიცარიაში. 1877–1878 მონაწილეობდა სამურაების ამბოხების ჩახშობაში. 1887–1896 სამხედრო მინისტრი (ხანმოკლე ინტერვალებით). იაპონია-ჩინეთის ომში (1894–1895) სარდლობდა მე-2 არმიას, აიღო ლიუიშენი (პორტ-არტური). 1899–1904 გენშტაბის უფროსი, რუსეთ-იაპონიის ომის (1904–1905) დროს, 1904 ივნისიდან, სახმელეთო არმიების მთავარსარდალი მანჯურიაში, 1912-იდან გენრო და იმპერატორის ბეჭდის მცველი ლორდი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 506.