ობშჩი-სირტი
იერსახე
ობშჩი-სირტი | |
---|---|
კოორდინატები: 52°18′ ჩ. გ. 52°11′ ა. გ. / 52.300° ჩ. გ. 52.183° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი ყაზახეთი |
უმაღლესი წერტილი | მედვეჟი-ლობი |
სიმაღლე | 405 მ |
სიგრძე | 500 კმ |
ობშჩი-სირტი (რუს. Общий Сырт; ყაზახ. Жалпы Сырт) — ბორცვიანი მაღლობი რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ყაზახეთში. განედური მიმართულებით გადაჭიმულია დაახლოებით 500 კმ-ზე. აღმოსავლეთით ებჯინება სამხრეთი ურალის მთებს. სიმაღლე 405 მ-მდე (მედვეჟი-ლობი). იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებად. ობშჩი-სირტზე გადის მდინარეების ვოლგისა და ურალის აუზების წყალგამყოფი.
აგებულია ქვიშაქვებით, თიხებით, პერმული და მეზოზოური ასაკის კირქვებით. დამახასიათებელია პლატოსებრი წყალგამყოფები და საფეხურებიანი კალთები. ადგილ-ადგილ გვხვდება გუმბათისებური შთენილები — შიხანები. განვითარებულია კარსტი. ჭარბობს კორდიან-მარცვლოვანი სტეპები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ობშჩი-სირტი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)