შინაარსზე გადასვლა

ნორმანდების დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორმანდები
ქვეყანა საფრანგეთი, ინგლისი
ტიტულები ნორმანდიის ჰერცოგი, ინგლისის მეფე, ფლანდრიის მმართველი
დამაარსებელი როლო
უკანასკნელი მმართველი ჰენრი I
დაარსდა 911
დაიშალა 1135
ეროვნება ნორმანები, ინგლისელები, ფრანგები

ნორმანდების დინასტია (ინგლ. House of Normandy) — ნორმანული წარმოშობის არისტოკრატული გვარი, რომელიც მართავდა ნორმანდიას (911-1135 წლებში) და ინგლისს (1066-1135 წლებში). დინასტია ნორვეგიელმა ვიკინგმა როლომ დააარსა, რომელმაც 911 წელს საფრანგეთის მეფისგან ნორმანდიის ტერიტორიის ნაწილი მიიღო (მოგვიანებით გახდა საჰერცოგო).

ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ, უილიამ I დამპყრობელმა 1066 წელს ნორმანდიის დინასტიის დაქვემდებარებაში მოაქცია ინგლისის სამეფო. დინასტიის ბოლო მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჰენრი I 1135 წელს გარდაიცვალა, მან მემკვიდრეობა თავი დისშვილს სტეფან ბლუელს დაუტოვა, რომელსაც ხანდახან ნორმანდიის დინასტიასაც კი მიაკუთვნებენ ხოლმე. მეფე სტეფანის გარდაცვალების შემდეგ 1154 წელს, ინგლისისა და ნორმანდიის მმართველად პლანტაგენეტების დინასტია მოვიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]