ნოე უკლება
ნოე უკლება | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 თებერვალი, 1906 |
გარდ. თარიღი | 16 ივლისი, 1979 (73 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი |
ნოე უკლება (დ. 15 თებერვალი, 1906 — გ. 16 ივლისი, 1979) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1950), დოცენტი (1954). ნოე უკლებამ შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ჰიდროლოგიის განხრით: „ზოგადი ჰიდროლოგია“ (1967) და „ჰიდრომეტრია“ (1972).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოე უკლებამ დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა 1925 წელს და მუშაობა დაიწყო ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში. 1928–32 წლებში წითელი არმიის რიგებშია, ხოლო 1932 წლიდან პარტიულ სამუშაოზე. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე. 1940–43 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1946–50 წლებში მუშაობდა აგრეთვე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი. მისი შრომების დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათისაა.[2]
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1950 წელს თემაზე: „მდინარე ენგურის აუზის ჰიდროლოგიისათვის“.[2]
აღსანიშნავია ნოე უკლებას მონოგრაფია „საქართველოს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში“, რომელშიც მოცემულია წყლის რესურსები და მისი გამოყენება სახალხო მეურნეობაში, საქართველოს ტერიტორიის დარაიონება მდინარეთა აუზების მიხდევით და წყლის რესურსების სანიტარული დაცვა. მოცემულია წყლის რესურსების სამეურნეო გამოყენების კომპლექსური მეთოდი გამოყენებითი გეოგრაფიის თვალსაზრისით. ეწეოდა სახელმძღვანელოების თარგმნას. მისი ინიციატივით მოეწყო სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის შექმნა მდინარე ვერეზე.[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის წყლის მეურნეობა : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. თბ., 1958;
- ზოგადი ჰიდროლოგია, : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბ., 1967;
- ჰიდრომეტრია : სახელმძღვ. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. თბ., 1972;
- საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში. თბ., 1977.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრა
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.