შინაარსზე გადასვლა

ნინძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინძა ნაცნობი სახით, კაცუსიკა ჰოკუსაის ნახატი

ნინძა (იაპონ. 忍者?) ან შინობი (იაპონ. 忍び?) — საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატებული ფარული აგენტი ან დაქირავებული ჯარისკაცი იაპონიაში. ნინძების ფუნქციები მოიცავდა შპიონაჟს, საბოტაჟს, ინფილტრაციას, და პოლიტიკურ მკვლელობებსა და ხელჩართულ, ღია ბრძოლებს ზოგიერთ სიტუაციაში.[1] ნინძების ბრძოლის ხედვა შეპირისპირებული იყო სამურაების ბრძოლის მეთოდებთან, რომელთაც უმკაცრესი წესები ჰქონდათ.[2]შინობი — ჯაშუშთა და დაქირავებულ ჯარისკაცთა სპეციალური, გაწვრთნილი ჯგუფები, სენგოკუს პერიოდში, XV საუკუნეში გამოჩნდა,[3] თუმცა, შესაძლოა ნინძები ერთი საუკუნით ადრე, XIV საუკუნეშიც იყვნენ,[4] და კიდევ უფრო ადრეც, XII საუკუნეში (ჰეიანისა ეპოქასა ან ადრეულ კამაკურას ეპოქაში).[5][6]

  1. Ratti და Westbrook 1991, p. 325
  2. Turnbull 2003, p. 5–6
  3. Stephen Turnbull (19 February 2003). Ninja Ad 1460-1650. Osprey Publishing, გვ. 5. ISBN 978-1-84176-525-9. ციტირების თარიღი: 1 October 2011. [მკვდარი ბმული]
  4. Crowdy 2006, p. 50
  5. Frederic, p. 715
  6. Moriyama, p. 103