ნინო პავლიაშვილი
ნინო პავლიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 აპრილი, 1955 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ნინო პავლიაშვილი (დ. 10 აპრილი, 1955, გორი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1978-1982 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტში.
1978 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფის კათედრაზე. 1999 წელს სტაჟირება გაიარა ბოგაზიჩის (ქ. სტამბოლი, თურქეთი) უნივერსიტეტში ტურიზმის პედაგოგთა საკვალიფიკაციო კურსებზე. მის სადისერტაციო ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ცალკეული სახეობები, მოცემულია მათი ეკონომიკურ-გეოგრაფიული შეფასება და ტერიტორიული შეთანაწყობა. გაკეთებულია ქვეყნის ბუნებრივ-რეკრეაციული დარაიონება, გაანალიზებულია საქართველოს რესურსული პოტენციალის თანამედროვე გამოყენების დონე და პერსპექტივები. საკვლევი სფერო: რეკრეაციული მეურნეობის აღდგენის საკითხები. საკურორტო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. ტურიზმის გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
საკანდიდატო დისერტაცის თემა - დაიცვა 1989 წელს „საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები“.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003. გვ. 218-219; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.